ტრაგედია სენაკში
06-03-2017
ტრაგედია სენაკში
"ნიკა შორს არსად დადიოდა, არც მშობლის ყურადღება აკლდა, იმ დღეს სათამაშოდ გავიდა ეზოში და დაიკარგა­"

24 თებერვალს სენაკში დაკარგულ 8 წლის ნიკა გაბეჩავას რამდენიმე დღეა მდინარე ტეხურაში სამაშველო სამსახური უშედეგოდ ეძებს. მშობლები შვილის მკვლელობაში მეზობელს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა 8 წლის ბიჭს თავში ქვა ჩაარტყა, შემდეგ კი ტეხურაში გადააგდო. საქმეზე დაკავებულ ლევან ბარძიმაშვილს, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ლადო გაბეჩავა, ნიკას ბიძა: -
ბარძიმაშვილი ამბობდა, მდინარის
სანაპიროზე ჯართს ვაგროვებდით, ნიკამ შემაგინა, თავში ქვა ჩავარტყი, მოვკალი და მდინარეში გადავაგდეო. დღის მეორე­ ნახევარში კი შეცვალა ჩვენება, ბავშვს­ ქვაზე ფეხი დაუსხლტა,­ წყალში ჩავარდა და ვერ გადავა­რჩინე, ცურვა არ ვიციო. ამბობ­ენ, რომ ის ფსიქიკური ავადმყო­ფია, თუმცა არც ისეთი, ვერ გაიაზროს რას აკეთებს და რას ამბობს.­
ნიკა შორს არსად დადიოდა, არც მშობლის ყურადღება აკლდა, იმ დღეს სათამაშოდ გავიდა ეზოში და დაიკარგა­. შორიახლოს არსებულმა კამერამ დააფიქსირა, რომ ისინი ხიდზე ერთად მიდიან, ამის შემდეგ დაჰკითხეს ბარძიმაშვილი.

ჩემი ძმა სენაკში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. ჩემი რძალი ორი თვის წინ მეორე, 4 წლის შვილთან ერთად თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ნიკა გულის მანკით დაიბადა და პირველი ოპერაცია ახალშობილს გაუკეთეს, 9 წლის ასაკში მეორე ოპერაცია უწევდა. ტეხურა­ არ არის იმსიღრმე მდინარე, ბავშვი თუ ჩავარდა, ვერ გამოეღწია - ნიკამ ცურვა იცოდა.

ლაშა ხოშტარია, ლევან ბარძიმაშვილის ადვოკატი: -
როცა საქმეში ჩავერთე, ბრალდებული უკვე ორჯერ იყო დაკითხული და უკვე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გაჰყავდათ. ბრალდებულმა დეტალურად აღწერა ვითარება - ბავშვს ქვაზე ფეხი დაუსხლტა, წყალში ჩავარდა, არც ბავშვს სცოდნია ცურვა, არც მე ვიცოდი, ვყვიროდი, ვინმე მომხმარებოდა, მაგრამ ვერავის მივაწვდინე ხმაო.

- რატომ შეცვალა ჩვენება?

- ამბობს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გავუძელი, პროკურორთან დაკითხვაზე სიმართლე ვთქვი და ახლაც იმავეს ვამბობ, მაგრამ გამომძიებელს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეო.

- ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა ბრალდებულს?

- ჯერ არა, თუმცა აშკარაა, რომ ავადმყოფია, პარანოია აქვს. მარტო გარდაცვლილის ოჯახს კი არა, ბრალდებულის ნათესავე­ბსაც აინტერესებთ, რა მოხდა. ძალადობას თუკი ჰქონდა ადგილი, ის ოჯახისთვისაც სახიფათოა,­ ასე რომ, არანაირი ინტერესი არ არის, რომ ოჯახს სასჯელის არიდება­ უნდოდეს. მეზობლებს კარგი ურთიერთობა­ ჰქონდათ, წინა საღამოს ლევანს და ნიკას მამას ერთად დაულევიათ.
ვიდეოფირზე ჩანს, რომ ნი­კა და ლევანი ხიდიდან მდინარის ნაპირისკენ, ანუ შემ­თხვევის ადგილამდე ჩად­იან. კადრიდან როცა იკარგ­ებიან, 13 წუთში ბარძიმაშვილი უკან ბრუნდება და ხიდიდან მდინარეს გადაჰყურებს, თითქოს რაღაცას თუ ვიღაცას ეძებს მდინარეში.

- მდინარეზე რა მიზნით წავედითო, რას ამბობს?

- როგორც სოფელში ამბობენ, ბავშვი ჯართს აგროვებდა ხოლმე. ბრალდებულიც ამას ამბობს, თუმცა შემთხვევის ადგილზე ჯართი არ აღმოჩენილა.

- ამბობენ, ბავშვმა ცურვა იცოდა და მდინარეც არ არის ისეთი ღრმა, რომ მისი დახმარება გასჭირვებოდა.

- მდინარის სიღრმე 1 მეტრზე მეტია, დინებაც ჩქარია და მასში ზრდასრულიც შეიძლება დამხრჩვალიყო. გვამის დროულად აღმოჩენა ამ საქმეს ნათელს მოჰფენს.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით