"კაცი 30 ლარისთვის მოკლა?!"
06-03-2017
"კაცი 30 ლარისთვის მოკლა?!"
"კახა ყურაშვილის ცხედარი ტყეში­ იპოვეს, სახე და თავის ქალა უკვე ნადირისგან დამახინჯებული იყო. იქვე ეგდო მკვლელობის სავარაუდო იარაღი"

25 თებერვალს კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს ტყეში, ტყისმცველი კახა ყურაშვილი მოკლეს. ახლობლების ვარაუდით, 48 წლის რეინჯერი ბრაკონიერებმა იმსხვერპლეს. როგორც ამბობენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე უკმაყოფილო იყო, რომ კახა ყურაშვილმა ტყის უკანონო ჭრისთვის დააჯარიმა, რის გამოც დამუქრებია, ბოლოს მოგიღებო.

კახას ოჯახი ამბობს,­ რომ რეინჯ­ერმა ზუსტად იცოდა, სად შეიძლებოდა წასწყდომოდა დამნაშავეებს. იმ
დღესაც უთქვამს, ვიცი, სადაც იქნებიანო...­ მისი ცხენი შინ პატრონის გარ­ეშე დაბრუნდა. ოჯახმა განგაში­ ატეხა და მთელი დღის ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა მისი ცხედ­არი ტყეში­ იპოვეს, სახე და თავის­ ქალა უკვე ნადირისგან დამახინჯებული იყო. იქვე ეგდო მკვლელობის სავარაუდო იარაღი, სისხლიანი შეშის ნაპობი...

განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს
დაბადებული თ. რ. დააკავეს.

თორნიკე გვაზავა, სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი: -
ტყის სააგენტო 2013 წელს შეიქმნა და კახაც იმ დროიდან მეტყევე-რეინჯერთა რიგებში ითვლებოდა, თუმცა სისტემაში დიდი ხანია­ მუშაობდა და დიდი გამოცდილება ჰქონდა. ბრაკონიერებთან ყოველთვის შეურიგებელი იყო. ქვეყნის მასშტაბით 700-მდე ტყისმცველი­ გვყავს. იოლი წარმოსადგენია, ბრაკონიერებთან დაპირისპირებით რა საფრთხეებთან გამკლავება უხდებათ. ამას დაუმატეთ ნადირობის გამო დაპირისპირებაც. რეინჯერები ყოველდღე დანის პირზე დადიან.
კახა თვალს არაფერზე ხუ­ჭ­­ავდა, რაც ძვირად დაუჯდა.­

ორი წელია, რაც ამ თანამდებო­ბაზე ვარ და სულ კონფლიქტ­ებია, რადგან ხის უკანონო ჭრას მცველები არავის ანებებენ. კინკლაობები ჩემამდე არც მოდის, მხოლ­ოდ გართულებული შემთხვევები ხმაურდება.

- რეინჯერები რით არიან აღჭურვილი?

- მობილური ტელეფონით, ცხენებიც ჰყავთ, იარაღი მხოლოდ დაცული ტერიტორიების რეინჯერებს აქვთ. ვაპირებთ საკ­ანონმდებლო ცვლილებას, რომ იარაღი სატყეოს რეინჯერებსაც ჰქონდეთ, ნადირისგან დაც­ული რომ იყვნენ.

- რამდენლარიანი ჯარიმის გამო მოკლეს რეინჯერი?

- სიტუაცია, რის გამოც რეინჯერს ოქმის დაწერა შეეძლო, 30-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მკვლელს ჯარიმა რომ არ ეუკადრისა, 30 ლარისთვის ამხელა დანაშაულსა და ცოდვას გადარჩებოდა...

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით