ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში?
27-03-2017
ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებობაში?
ბრალდებულის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების, 23 სასულიერო პირის, დაკითხვას ითხოვდნენ...

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბევრისთვის საჭირო არ იყო და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება - ბრალი შეუთითხნეს. აქ საუბარია არა მარტო სასულიერო, არამედ საერო პირებზეც. მაქვს გარკვეული კითხვები. რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი საქმისა, რომელიც მას არ ჩაუდენია. ეს ხომ არ არის ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გაკეთებული, ან კონკრეტული პირი ხომ არ დგას ამის უკან? მამა გიორგი შეურაცხყოფილია. როდესაც ცუდად იყო, პროკურატურის თანამშრომლები მას მსახიობს
უწოდებდნენ


ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში ყოფნის ვადა 10 აპრილს იწურება­ და ცხადია, სასამართლოს მოუწ­ევს მსჯელობა იმაზე, დარჩეს თუ არა დეკანოზი წინასწარ პატ­იმრობაში. სავარაუდოდ, პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. 5 აპრილს ჩანიშნული წინასასამართლო სხდო­მა არ ჩატარდება. 24 მარტს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გამოძიების ვადის
ერთი თვით გაგრძელება სთხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა­ სახის ექსპერტიზა, რომლებიც სირთულისა და დიდი მოცულობის გამო ამ ეტაპისათვის დასრულებული არ არის. ამასთან, ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება... დასაკითხია არაერთი მოწმე... ამიტომ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე.

მიხეილ რამიშვილი, ბრალდებულის ადვოკატი: -
არც მეეჭვებოდა, ვადის გაგრძელებას რომ მოითხოვდნენ. მათ არა აქვთ არანაირი სამხილი, ვერაფრით დაამ­ტკიცებენ იმ ბრალს, რაც მოძღვარს წაუყენეს, ამიტომ პროკურატურა დროის გაჭიანურებას ცდილობს. ჩვენ ვისმენდით მათ განცხადებებს, როდესაც დარწმუნებით აცხადებდნენ დეკანოზის ბრალეულობაზე, აჟიოტაჟი ატეხეს - გადავარჩინეთ საქართველოო, ახლა კი ამას ვეღარ ამტკიცებენ. გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადა ეწურება და სასამართლო ვალდებულია, აღკვეთის ღონისძიების საკითხს გადახედოს. მოვი­თხოვთ პატიმრობის შეცვლას პირადი თავდებობით ან გირაოთი.
ადვოკატი არ აკონკრეტებს, ვინ დაუდგება პირად თავდებობაში დაკავებულ სასულიერო პირს: - 10 აპრილს გადის პატიმრობის ვადა. მოვითხოვთ პირადი თავდებ­ობით მის გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოსაც შევთავაზებთ. თითოეული სასულიერო პირის, ცნობილი სახეების გადასაწყვეტია, დაუდგებიან თუ არა მას თავდებად. ეს სასამართლოზე გამოჩნდება. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბევრისთვის საჭირო არ იყო და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება - ბრალი შეუთითხნეს. აქ საუბარია არა მარტო სასულიერო, არამედ საერო პირებზეც. მაქვს გარკვეული კითხვები. რას ემსახურება ასეთი აჟიოტაჟი საქმისა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

ეს ხომ არ არის ეკლესიის დისკრედიტაციისთვის გაკეთებული, ან კონკრეტული პირი ხომ არ დგას ამის უკან? არის რაღაც, რასაც სიცოცხლის ფასად არ დავთმობ. მამა გიორგი შეურაცხყოფილია. როდესაც ცუდად იყო, პროკურატურის თანამშრომლები მას მსახიობს უწოდებდნენ. ის ისევ სამარტოო საკანშია გამოკეტილი. კიდევ ერთხელ ვეუბნები პროკურატურას, - სჯობს შეწყვიტოს საქმე. მოწმე ირაკლი მამალაძე თავის ჩვენებებში გაიხლართა. მედიაში გაკეთებული მისი განცხადებები საერთოდ არ ემთხვევა მიცემულ ჩვენებებს...

სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავდებად დაუდგება მეუფე პეტრე: "დეკანოზის თავდებით გამოსვლაზე მოსაზრება პირველად პატრიარქმა გამოთქვა. მე და პატრიარქი ამ საკითხზე ერთ აზრზე ვიყავით. ოღონდ, სინოდის წევრებმა სთხოვეს უწმინდესს, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის საპყრობილეში დარჩენილიყო", - აცხადებს მეუფე პეტრე.

ბრალდებულის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების, 23 სასულიერო პირის, დაკითხვას ითხოვდნენ. ამის თაობაზე ჯერ საპატრიარქოს მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს და სასამართლოს სთხოვეს შუამდგომლობა. ადვოკატების მოთხოვნა არც სასამართლომ დააკმაყოფილა.
პროკურატურამ უკვე დაჰკითხა მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე ჭუაძე, მეუფე პეტრე, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა დავით ჭინჭარაული.
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ინფ­ორმაციით, პროკურატურის შეკითხვები საპატრიარქოში მის სამსახურებრივ მოვალეობებს უკავშირდებოდა.

- ფარულ ჩანაწერებში მამალაძე მე მახსენებს და გამოთქვამს სურვილს, რომ კარგი იქნებოდა, თუ საპატრიარქოში ჩემს პოზიციას დაიკავებდა. ამიტომ საგამოძიებო უწყებას ჩემთან შეკითხვები გაუჩნდა - რა სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, რა იყო ჩემი უშუალო დავალება და რატომ უნდა გასჩენოდა მამალაძეს სურვილი ჩემი პოზიციის დაკავებისა...

ადვოკატი კი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას:

- ითქვა, რომ გიორგი მამალაძეს უნდ­ოდა შორენა თეთრუაშვილის ან მიქაელ ბოტკოველის თანამდებობაზე ყოფნა, რაც სრული აბსურდია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პატრიარქი აწე­ს­ებს იმას, თუ ვინ დანიშნოს ამ თანამდებობებზე...

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით