"მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ" - ვინ "კრიშავს" ლიფტების მაფიას?!
03-04-2017
"მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ" - ვინ "კრიშავს" ლიფტების მაფიას?!
"მათ ადამიანების სიცოცხლე აბარიათ. ჩვენ რომ გვქონოდა ინფორმაცია და შეგვემოწმებინა ის ლიფტი, 9 წლის გოგონა რომ შეიწირა, მაშინვე დავაკონსერვებდით"

თბილისისა და სხვა ქალაქების საცხოვრებელი კორპუსების დიდ ნაწილში ლიფტები სავალალო მდგომარეობაშია. დაჟანგული­ სისტემა, დაზიანებული კარი, ღიობები ლიფტის კაბინასა და კედელს შორის, არასათანადო განათება, ლიფტების ხშირი გაჭედვა - ეს ყოველდღიური რეალობაა. ახლახან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 9 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ
დაგვანახა ამ პრობლემის სიმწვავე.

ვინ უზრუნველყოფს ლიფტების უსაფრთხოებას და ვინ უნდა აგოს პასუხი ტრაგედიის გამო?
არსებობს კერძო აკრედიტებული მაკ­ო­ნტროლებელი ორგანოები, ასევე, ტექნიკური და სამშენებლო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, მაგრამ ფაქტია, პრობლემა მოუგვარებელია.

"მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ, ყუთებიდან ამოღებული არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ შედის"


შპს "საქართველოს­ ლიფტების კომპანიის სერვისის"
დირექტორი გიორგი კობახიძე ხელისუფლებას დროულ რეაგირებას სთხოვს.

- რა ტრაგედიაც საბურთალოზე მოხდა, შემაძრწუნებელია. ის ლიფტი მანამდე რომ შემოწმ­ებულიყო, უბედურება არ დატრია­ლდებოდა. როგორც ჩანს, სიძველის­ გამო ბადე აღარ ვარგოდა. სულაც 5 ლარის ბადე რომ ეყიდათ და დაემაგრებ­ინათ, ბავშვი თავს ვეღარ შეყოფდა...
ამ სფეროში სრული ქაოსია,­ სტრუქტურა მთლიანად მორღვეულია, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. არადა,­ ლიფტები ძალიან საშიშია, თუ ჩამოვარდა, ძალიან მცირეა გადარჩენის შანსი. შეიძლება ავტოკატასტროფას გადაურჩე, მაგრამ ლიფტის ჩავარდნისას გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთ დროს შეიძლება საპირწონეც კი მოწყდეს და დაიშალოს.

რამდენიმე წლის წინ საბურთალოზე კაბინა მოწყდა, მას საპირ­წონეც მიჰყვა და ჩაჭრა ჩავარდნილი კაბინა. კაბინაში მყოფი ქალი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ლიფტის კედელს იყო მიყრდნობილი და იმან გადაარჩინა. იყო შემთხვევა, როცა დიპლომატის შვილი და ძიძა ჩაცვივდნენ ლიფტში... ქუთაისშიც დაიღუპა­ მოქალაქე, რუსთავში შეკეთების დროს დაიღუპა ლიფტიორი­... შარშან შარდენზეც ჩამოვარდა ლიფტი, 5 კაცი იყო შიგნით. დაშავდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. სასაცილო კომენტარი გაკეთდა, ხტუნაობდნენ და იმიტომ ჩამოვ­არდაო. ეს აბსურდია. ლიფტი რამდენიმე ტონას უძლებს,­ მაგრამ­ დღემდე ჩვენს კორპუსებში უმეტესად ისევ კომუნისტების დროინდელი, ყავლგასული ლიფტებია.

- გამგეობები ხომ აფინანსებენ ლიფტების შეკეთებასა და მონტაჟს?

- ყველა კორპუსს ჰყავს ამხან­აგობის თავმჯდომარე და შეუძ­ლია, გამგეობას ლიფტის აღდგ­ენა­ მოსთხოვოს. გამგეობა 70-80 პროცენტით აფინანსებს, მაგრამ ლიფტს მოვლა სჭირდ­ება, ყოველთვიური გეგმური შემოწმება, რაც სტანდარტებით გათვალისწინებულია. როდესაც გამგეობები სამუშაოს აფინანსებენ, უნდა მოსთხოვონ ამხანაგობას, აუცილებლად რომელიმე კომპანიასთან ან ისეთ ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება,­ რომელიც ნამდვილად სერტიფიცირებულია და იცავს­ ყველა წესს. 4 წლის წინ გამგეობის დაფინანსებით გამოცვლილი ლიფტი უკვე აღარ ვარგა­ და იმავე ამხანაგობას ახლის დასამონტაჟებლად ბიუჯეტიდან თანხას ისევ აძლევენ.

- ბევრ კორპუსში დამონტაჟებულია რკინის ყუთები, სადაც ფული იყრება, ეს თანხა არ უნდა მოხმარდეს ლიფტის შეკეთებას?

- ბიუჯეტში აქედან არაფ­ერი შედის და სახელმწიფო რამდენიმე მილ­იონს კარგავს.­ კერძო ლიფტიორის ინსტიტუტი ყველაზე შავი ლაქაა. ვის ჯიბეში მიდის ეს თანხები, წარმოდგენა არავის აქვს.

ჩვენ 420 ლიფტი გვაქვს აღრიც­ხვაზე, მათ ყოვ­ელთვე დეტალურად ამოწმებენ ჩვენი ხელოსნები და ავსებენ აქტს, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე ან კორპუსის მობინადრე. შემდეგ ლიფტს მონიტორინგის სამსახური ამოწმებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ლიფტებზე, რომ იქ არავინ დაშავდება... ლიფტების მომსახურებაზე სხვა კომპანიებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ, მაგრამ, ძირითადად, ამ სფეროს კერძო პირები ემსახურებიან, რომლებიც შესამოწმებლად მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა ლიფტი გაფუჭდება.
მე ვიცი ორი კაცი, რომლებიც 300 ლიფტს ემსახურებიან. თითო რკინის ყუთიდან 250-300 ლარი ამოდის თვეში და წარმოიდგინეთ, 300 ლიფტის მომსახურების შემთხვევაში­ რა თანხები მიდის მათ ჯიბე­ებში.­ სტატისტიკას თუ გადახედავთ, ყველა ლიფტი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კერძო ლიფტიორის იყო... განსაკუთრებით სავალალო მდგომა­რეობაა გარეუბნებში. სერიოზული პრობლემებია ნუცუბიძეზე. თბილისში იმდენი საშიში ლიფტია, მე პირადად, ასეთ ლიფტებში არ შევდივარ.

დრო გადის, ლიფტები უფრო და უფრო ძველდება, ამიტომ გახშირდება ტრაგედიებიც. საჭიროა ხელ­ისუფლების სასწრაფო რეაგირება.
მარტო თბილისში 9000-ზე მეტი ლიფტია უკონტროლოდ, ყუთებიდან ამოღებული არც ერთი თეთრი ბიუჯეტში არ შედის. ამ კერძო ლიფტიორებს ჰყავთ ე.წ. კრიშა. ასე მარტივად ვერ მოჰკიდებ მათ ლიფტებს ხელს, შეიძლება მოკვლითაც დაგემუქრონ. ყოფილა შემთხვევა, მეც დამმუქრებიან. ყოველთვე მათთან შედის დიდი ოდენობით შავი ფული. ალბათ გახსოვთ ძმები ატალშიკოვების შემზარავი მკვლელობა, ერთი ძმა იყო ამ ბიზნესში და მომხდარი მკვლელობა სწორედ ლიფტების ბიზნესს უკავშირდებოდა. საკმაოდ ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, როცა ლიფტების ბიზნესს ადამიანი შეეწირა. პრობლემა ძალიან მწვავეა და ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოსგან მკაცრი რეგულაციები და კონტროლი. დიდი კორუფციული გარიგებებია, უზარმაზარი თანხები ტრიალებს ამ სფეროში და არავინ იცის, რაში იხარჯება და რა მიმართულებით მიდის ფული. ფაქტია, არც ერთი თეთრი არ შედის ბიუჯეტში. მათთან გარიგებული არიან ამხანაგობის თავმჯდომარეები. შეიძლება 6-სადარბაზოიანი კორპუსის ლიფტიორმა ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცეს 300 ლარი და ის კმაყოფილი ჰყავდეს, თვითონ კი დიდი თანხა ჩაიჯიბოს ამ კორპუსიდან. ასეთი კორპუსი კი უამრავი აქვთ.

რას აკეთებს ამ დროს ფინანსური პოლიცია?! რას აკეთებს გამგეობა, რომელსაც ამის გაკონტროლება შეუძლია?! ეს ბიზნესი სერიოზული მაფიის ხელშიIა და მასთან ბრძო­ლა ადვილი არ არის. მაშინ გაურკვეველ ჯგუფს უნდა დაეჯახო, რაც ძალიან საშიშია. ყუთებიდან ამოღებული ფული ბიუჯეტში რომ შევიდეს და ისევ ლიფტების პრობლემას მოხმარდეს, მერწმუნეთ, ასეთი სავალალო მდგომარეობა ქვეყანაში არ იქნება. ლიფტების 70-80% გასაჩერებელია.

- ვინ უნდა აგოს 9 წლის ბავშვის სიკვდილზე პასუხი?

- იქ შახტის მთლიანობა­ იყო დარღვეული, ამას შეეწირა ბავშვის სიცოც­ხლე. ჩემი აზრით, პასუხისმგებელია ამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე­, ასევე ის ლიფტიორი, რომელიც ემსახურებოდა­ კორპუსს. მიმაჩნია, რომ გამგეობის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს...

"თბილისში ლიფტების 70-80% გასაჩერებელია"


ერთ-ერთი კომპანია, რომე­ლ­მაც აკრედი­ტაცია გაიარა და ლიფტებისა და სხვა საშიში ობიექტების უსაფრთხოების გამოვლენა ევალება, "სიეი ინთერნეიშენალია". კომპანიის გენერალური დირექტორი სანდრო შელია:

- ჩვენ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს კონკრეტულ დარღვევაზე ვაწვდით ინფორმაც­იას.­­ არავის ვაჯარიმებთ, ჩვენი ფუნქცია მხოლოდ გამოვლენა, ანგარიშის შედგენა და სერტიფ­იკ­ატის გაცემაა. საქართველოში­ რამდენი ლიფტია, არავინ იცის. ჩვენი­ მონაცემებით, 14 000-მდე და უმეტესობა თბილისშია. საბურთალ­ოს­ გამგეობას აღრიცხული აქვს 1 200 ლიფტი. სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი, რომ ყველა ლიფტისთვის ჩაეტარებინა ინსპექტირება. ლიფტების უმრავლესობა­ ძალ­იან ცუდ მდგომარეობაშია. თითოეული ლიფტი ამხანაგობის საკუთრებაა... ჩვენ უმეტესად ის მოგ­ვმართავს, ვინც ახალ ლიფტს ამონტაჟებს. ამ პროგ­რამას მერია აფინანსებს. შემდეგ­ უნდა გაიაროს ინსპექტირება,­ რათა კომპანიამ მიიღოს სერტიფიკატი და მერიამ თანხა გადაურიცხოს... ჩვენ ვამოწმებთ მაშინ, როცა განცხადება შემოდის. არა გვაქვს უფლება, ვინმეს დავაძალოთ, ლიფტი შეგვამოწმებინოს.

ახლო მომავალში ვაპირებთ­ საპილოტე პროგრამის გან­ხორციელებას, ჩავატარებთ რამდენიმე ლიფტის ინსპექტირებას, რომ საერთო მდგომარეობაზე შეგვექმნას წარმოდგენა და გამგეობასაც ეცოდინება, როგორ უნდა გადაჭრას ეს პრობლემა.

- თითქმის ყველგან დგას ყუთები და გროვდება თანხები, ვინც ემსახურება კორპუსს არ უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე?

- არიან კომ­პანიები,­ რომლებიც მხოლოდ ფულს იღებენ. აუცილებელია მომსახურეთა კომპეტენციის დადასტურება. მოსახლეობამ რა იცის, ვის ენდოს?! მათ ადამიანების სიცოც­ხლე აბარიათ. მთავრობამ სავალდებულო უნდა გახად­ოს ინსპექტირება. ჩვენ რომ გვქონოდა ინფორმაცია და შეგვემოწმებინა ის ლიფტი ვაჟა-ფშაველაზე,­ მაშინვე დავაკონსერვებდით.

- ამ ტრაგედიის მერე მაინც თუ შეამოწმებთ კორპუსებს?

- ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, დავარწმუნოთ ამხანაგობა, რომ ლიფტების ინსპექტირება აუცილებელია.
ისევ სახელმწიფომ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა, დაჯარიმების ვალდებულება. ჩვენ ჯერ მხოლოდ 250-300 ლიფტი გვაქვს ინსპექტირებული, ეს კი ზღვაში წვეთია... დღეს თბილისში ძველი ლიფტების დიდი უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ინსპექტირების შემთხვევაში, მათი 70-80% გასაჩერებელი გახდება. ამას კი მოსახლეობა ვერ შეეგუება. ამიტომ, სანამ ხელისუფლება ამ პრობლემას მოაგვარებს, კარგი იქნება, ასეთ ლიფტებთან გაიკრას განცხადება: სიცოცხლისთვის საშიშია! მერე მოს­ახლეობამ თავად გადაწყვი­ტოს, შეუქმნას თუ არა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე.

"წელ­იწადში 800-1000 ლიფტს ვამოწმებთ, ყველას ვერ გავწვდებით"


ჩვენ დავინტერესდით ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პოზიციითაც. როგორც გაირკვა, არც ისინი ამოწმებენ ლიფტებს, თუ შეტყობინება არ მიიღეს.

რატი ობოლაძე, ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილე: -
ზედამხე­დველობის სამსახური ამოწმებს იმ ობიექტებს, რომლებზეც შეტყობინება შემოდის, რომ არსებობს საფრთხე ან მოხდა უბედური­ შემთხვევა. მოვუწოდებთ­ ყველას, გვაცნობონ ასეთი ფაქტები. ჩვენ ვამოწმებთ ახალდამონტაჟებულ ლიფტებსაც. როცა ის ექსპლუატაციაში შევა, ვამოწმებთ, რომ გამოირიცხოს რაიმე შეუსაბამობა, რამაც შეიძლება მომავალში საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს. ასევე ვამოწმებთ მერიის თანადაფინანსებით პროგრამის ფარგლებში აღდგენილ ლიფტებს.

- სპეციალისტების თქმით, თბილისში ლიფტების უმრავლესობა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია...

- არ ვეთანხმები ამ მოსაზ­რ­­ებას.­ საქართველოში 15 000-17 000-მდე ლიფტია. უბედური შემთხვევის რიცხვი კი არ არის დიდი - წელიწადში ერთი ან ორი(?!). როცა აღმოვაჩენთ დარღვევას, ვაწესებთ შესაკეთებელ ვადას. თუ კრიტიკული შეუსაბამობაა, მაშინ ვაჩერებთ. ფარული ექსპლუატაციისთვის ვაჯარიმებთ 1000 ლარით.

დარღვევებიდან ხშირია საპი­რ­წონის არასწორი მუშაობა, გაჩერების სადგურის არასწორი გათანაბრება, მწყობრიდან გამოსული მექნიზმი,­ ან არ არის განათება, გაშიშვლებულია კაბელები... წელ­იწადში 800-1000 ლიფტს ვამოწმებთ, ყველას ვერ გავწვდებით. ახლახან დატრიალებულმა ტრაგედიამ უფრო თვალნათელი გახადა პრობლემის სიმწვავე. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მიზეზი, ჩვენც ვიყავით შემთხვევის ადგილზე.

- ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, თქვენი სააგენტო?

- მფლობელები ვალდებული­ არიან, მიიღონ ყველა ზომა, რათა ობიექტი წესრიგში იყოს. საჭ­ირ­ოა ინსპექტირება. ლიფტის მფლობელები ვალდებული არიან, მოგვაწოდონ ინფორმაცია.
ჩვენ ის ობიექტი, ამხანაგობა, 100 ლარით დავაჯარიმეთ(?!), რადგან შეუტყობინებლობა კანონით ისჯება. როცა შემოწმდება ტექნიკური ნაწილი, ამისთვის ცალკე ჯარიმა განესაზღვრებათ 500 ლარის ოდენობით. აკრედიტებულმა ორგ­ანოებმა სწორედ იმაში აიღეს აკრედიტაცია, რომ შე­ამოწმონ ობიექტები და ლიფტის მფლობელი ვალდებულია მიმართოს მათ.

- ამ ტრაგედიის შემდეგ მაინც თუ შეამოწმებთ კორპუსებს? როგორც ამბობენ, სავალალო მდგომარეობაა ნუცუბიძეზე.

- გადავწყვიტეთ ჯერ შევამოწმოთ ის ლიფტები,­ რომელთაც ირგვლივ ცხაური აქვთ. ყველა ფაქტზე ვრეაგირებთ,­ მთავარია მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

P.S. მაკონტროლებელი ორგანოები ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, პასუხისმგებლობას კი მომხდარ თუ მოსალოდნელ ტრაგედიებზე ყველა გაურბის... ეს სფერო ფულის საჭრელ მანქან­ად­ არის ქცეული და ცოტას­ თუ ადარდებს ადამიანების ბედი. დროა, ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს.

თეა ხურცილავა
....
13 აპრილი 2017 13:59
უპასუხისმგებლო ხელისუფლება!!!!! სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან მანამდე ყურს არ შეიბერტყავენ!!!
lali
13 აპრილი 2017 00:16
ვაი თქვენს პატრონს.აბა ახლა კითხე იმ საცოდავი ბავშვის დედას,ეგ ჯარიმები შვილს გაუცოცხლებს? დააჯარიმო კი არა და ციხეში უნდა გაუშვა ყველა,ვისაც ეხებოდა და ფეხზე ეკიდა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები