მოწმეები გამოძახებით?!
17-04-2017
მოწმეები გამოძახებით?!
"ცრუ მოწმეების ინსტიტუტი დღესაც მუშაობს"

საბჭოთა დროიდან მოყოლებული, სამართალდამცველები საქმის გასახსნელად ყველა რესურსს იყენებდნენ.­ მათ შორის იყო ცრუ მოწმეების ინსტიტუტიც - მათ, როგორც თითქოს ნეიტრალურ მოწმეებს, სამიზნე ობიექტის ჩხრეკისას ისწრებდნენ და მათი ჩვენება მყარ მტკიცებულებად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა შეიც­ვალა და ჩხრეკისას ნეიტრალური მოწმის დასწრება აუცილებელი აღარ არის, ადვოკატების მტკიცებით, აგენტებს დანაშაულის პროვოცირებისთვის­ იყენებენ, მათ აგენტი-პროვოკატორები ჰქვიათ.

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი: -
ცრუ მოწმეები გაიშიფრნენ - აღმოვაჩინეთ, რომ ბევრ საქმეში
ერთი და იგივე პირები­ მონაწილეო­ბ­დ­ნენ. მათ, მაგალითად, პოლი­ც­­იაში დამლაგებლად არაფორმალურად ამუშავებდნენ და თანხას ხელზე აძლევდნენ. ზოგს თითო ჩხრეკაზე დასწრებისთვის 25 ლარს უხდიდნენ. ისინი, ძირითადად,­ ფინ­ა­ნსური პრობლემების მქონე პირები­ იყვნენ.

ახლა აგენტებს დანაშაულის პროვოცირებისთვის იყენებენ. ურთ­იერთობას ამყარებენ თანამდებობის პირებთან, საჯარო მოხელეებთან - სთავაზობენ ქრთამს,­ სამა­რთალდამცველები კი
მათ აპატიმრებენ, მაგრამ ეს მეთოდიც გაიშიფრა - რამდენიმე საქმეში ერთი და იგივე პირი ფიგურირებს.

არიან ისეთი ცრუ მოწმეებიც, რომელთა წინ­ააღმ­დეგ სამართალდამცველებს აქვთ კომპრომატები და ამიტომ ისინი იძულებული არიან, დაკვეთა შეასრულონ...

გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი: -
ცრუ მოწმეთა ინსტიტუტი დღესაც მუშაობს. მაგალითად, მოქალაქე დავით ჟღენტი 2009 წელს მოწმედ გამოდიოდა მალხაზ გველუკაშვილისა და ლაშა ჩხენკელის საქმეში. სატელეფონო საუბრებში მათ ეუბნებოდა, იარაღს გაყიდვინებთო. ისინი თავს არიდებდნენ. ბოლოს ჟღენტი არსენალით სავსე მანქანის საბარგულით მიდის მათთან და ეუბნება, ეს იარაღი გამოდგება, ხელისუფლება დავამხოთო. ერთი სიტყვით, ის ორი ადამიანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დააპატიმრეს, ჟღენტი კი მოწმედ დაიკითხა... ორიოდე წლის წინ კი ერთ-ერთი ცნობილი შპს-ის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თუ როგორ განხორციელდა რაღაც­ შესყიდვა. დარღვევა არ ყოფილა, მაგრამ ჟღენტი რომ ფინანსურ პოლიციასთან თანამშრომლობდა, გაირკვა. ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს გამოძიება და იპოვეს რამდენიმე საქმე, სადაც ის მოწმე ფიგურირებდა. ერთ-ერთი საქმე აღმოჩნდა თBჩ ბანკის ფილიალის დაყაჩაღება ვარკეთილში. პროფესიონალი ცრუ მოწმე ჟღენტი აცხადებდა, დანაშაულის დროს ბანკიდან 25 მეტრში ვიყავიო და დამყაჩაღებელიც "ამოიცნო".

GPC 18 მარტს დააყაჩაღეს, რისთვისაც დაკავებულია 20 წლის ნიკა ჯამ­აგიძე. ეს აფთიაქი მის სახლთან არის. ყაჩაღობა ღამით მოხდა და არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ დამყაჩაღებელს თავზე ჩამოცმული აქვს რაღაც, მამაკაცი დაახლ­ოებით 100 კილომდე იქნება, ნიკა კი 65 კილოგრამია და მასზე მაღალიც. ახალგაზრდის დაკავების შემდეგ ისევ გამოჩნდა დავით ჟღენტი, რომელმაც თქვა, აფთიაქთან ჩავიარე და დავინახე, რომ იქიდან ეს ბიჭი გამოვიდაო...

უამრავი მტკიცებულება წარვადგინეთ, რაც ადასტურებს, რომ ჯამაგიძე იმ დროს იქ არ იყო, მაგრამ პროკურატურის შექმნილი ხელოვნური მტკიცებულების გამო ის მაინც ბრალდებულია და ცრუ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასეთი მოწმეები უდანაშაულო ხალხს აუბედურებენ. გავიკითხე მისი ვინაობა და მითხრეს, რომ ჟღენტი 90-იან წლებში მხედრიონელი იყო. არ გამოვრიცხავ, იქ ან შეგზავნილი იყო, ან რამე დანაშაულში გამოიჭირეს, მერე კი "დაავე­რბოვკეს".

ემზარ პაქსაძე, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია:
- ჩვენ მოვიპოვეთ ოთხი ადამიანის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც რამდენიმე საქმეში იმხილებოდნენ. ეს აგენტი-პროვოკატორები იყვნენ მამუკა მახარაძე, მამუკა ცინცაძე, საჰიბ შარაფოვი და რუსლან ცეცხლაძე. შემდეგ საზოგადოებას ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია მათთვის ცნობილი აგენტების შესახებ. შედეგად სია გაიზარდა. აგენტი-პროვოკატორები ადრე ნასამ­ართლევი პი­რები არიან, უმეტესობას­ კი სამართალ­­დ­ამ­­ცველებთან პრობლემები­ ჰქონდა და პას­უხის­მგებლობაში მიცემის სანაცვლოდ ახდ­ე­ნენ დანაშაულის პროვოც­ირებას. მაგალითად, თუ პირი გამოჭერილი ჰყავთ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე, ეუბნებიან, თანამდებობის პირი დაგვაჭერინე და ბრალს აღარ წაგიყენებთო. იყო შემთხვევა, როცა ადამიანი აგენტობის სანაცვლოდ კარგ თანამდებობაზე დაინიშნა...­ აგენტი-პროვოკატორები სასამა­რთლო პროცესზე გამოდიან, როგორც აღშფოთებული მოქალაქეები. მაგალითად მოვიყვან საჰიბ შარაფოვს. მან ერთსა და იმავე­ პერიოდში ჯერ მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი­ გააბა მახეში, შემდეგ ვალეს საბაჟოს ოფიცრის მხილებას ეცადა. სქემა ერთნაირია: ეს პირები უახლოვდებიან ობიექტს, მოიპოვებენ მის ნდობას, მერე კი ამხელენ.

ყველაზე ცნობილი ცრუ მოწმეები არიან მამუკა მახარაძე და რუსლან ცეცხლაძე, რომლებიც ათამდე საქმეში ფიგურირებენ. ცეცხლაძემ სამართალდამცველებს ალალი ბიძაშვილიც კი დააჭერინა.

ცრუ მოწმეების ინსტიტუტი დღესაც მუშაობს და ეს პირები დღესაც კარგად გრძნობენ თავს.

ნანა ფიცხელაური
ილო-ილო
25 აპრილი 2017 20:31
არ გაებათ მახეში,არ წაგძლიოს სულმა და მორჩა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები