"რეალურმა მკვლელმა ხაფანგში გამაბა" - რა თქვა დაკითხვაზე ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა? - კვირის პალიტრა

"რეალურმა მკვლელმა ხაფანგში გამაბა" - რა თქვა დაკითხვაზე ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა?

საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აღნიშნული დეტალები მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკითხვის დროს გაჟღერდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას წერს საიტი georgians.gr, რომელიც საბერძნეთის ემიგრანტებზე ავრცელებს ინფორმაციებს.

საიტის ინფორმაციით, სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 38 წლის ანგიოქირურგს, რომელსაც ბრალად ედება 36 წლის ქართველი ქალის მკვლელობა, პატიმრობა მიესაჯა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დაკითხვის დროს, ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა.

ამასთან, 38 წლის ექიმმა აღიარა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში ფეისბუქით დაუმეგობრდა დიანა მაცაციდუს (ბერიძეს), თუმცა მათ შორის მიმოწერა თებერვლის თვიდან დაიწყო. ექიმმა კატეგორიულად უარყო, რომ მოკლულთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა წმინდა მეგობრული ხასიათისა იყო. მისივე თქმით, პირველ კონსულტაციაზე გარდაცვლილი, მეუღლესთან ერთად იყო მისული.

georgians.gr-ის ინფორმაციით, გამოძიებლის კითხვებზე მან ასეთი პასუხები გასცა:

"რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ, ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით, მაგრამ ბოლო მომენტში პაციენტმა გააფრთხილა, რომ რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას. სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ალიბს ანგიოქირურგი და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული იყო განყოფილების გამგეც.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაადგილდა მკვლელობის საღამოს მისი მანქანა საეჭვოდ, განაცხადა, რომ საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს ავტომანქანა გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტან-გადმოეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლეპტოპი და საჭმელი, ცელოფნის პარკით. გამომძიებლის შეკითხვაზე, თუ რატომ გარეცხა ქალის გაუჩინარების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში მანქანა ორჯერ, განაცხადა, რომ "სისუფთავის მანიაკია" და ხშირად აკეთებს ამას". გაგრძელება

იხილეთ ასევე: "გოგო საავადმყოფოდან 120 კილომეტრის მოშორებით წაიღო და მდინარეში ისეთ ადგილას ჩააგდო, რომ დინებას ცხედარი ზღვაში ჩაეტანა"