"ცოლმა და სიდედრმა სახლიდან გამომაგდეს"
21-05-2017
"ცოლმა და სიდედრმა სახლიდან გამომაგდეს"
"მამაკაცი ამბობდა, რომ მეუღლემ შამპანურის ბოთლის ჩასადები ვედრო ჩაარტყა და პისტოლეტით დაემუქრა. ორივე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყო"

ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, უმეტესწილად, ქალები და ბავშვები ხდებიან, თუმცა, ამბობენ, რომ სტატისტიკა რეალურ ვითარებას არ ასახავს, ვინაიდან ოჯახში ძალადობას ხშირად ფარავენ, არ ამხელენ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ პოლიციას. მსხვერპლთა შორის არიან მამაკაცებიც...

კობა ზუმბაძე ერთი მათგანია:

- სამი წელია, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება. სასმელს ვეტანებოდი, თუმცა დებოში არასოდეს ამიტეხია, ცოლმა და სიდედრმა კი
მაინც გამომაგდეს სახლიდან. ერთი შვილი და ორი შვილიშვილი მყავს და ქალებმა მათი ნახვის უფლებაც წამარ­თვეს. უმუშევარი ვარ და 55 წლის კაცი "ბომჟად" ვიქეცი. წლების მანძილზე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვმუშაობდი, შემდეგ ერთ-ერთ სამინისტროში ექსპერტი ვიყავი.­ მეხერხება ხატვა და სადურგლო საქმეც - ჩარჩოებს ვაკეთებ ხატებისთვის. სადაც ვცხოვრობ, ამ
ადგილას ადრე ნაგავსაყრელი იყო. ტერიტორია გავწმინდე, მიწა მოვზიდე და ბაღი გავაშენე. მეუღლესთან შერიგებაც ვცადე, მაგრამ ამაოდ.

ბინა, სადაც ვცხოვრობდით, სიდედრისაა,­ მაგრამ თავის დროზე მე გამოვისყიდე და მეუღლის სახელზეა გაფორმებული. მერე მეგობარმა მოტყუებით რაღაც­ საბუთზე მომაწერინა ხელი და ბანკიდან კრედიტი გამოიტანა. მას მერე 13 წელი გავიდა, პროცენტი გაიზარდა და ბანკი მე მთხოვს­ მის დაფარვას... ზამ­თარში ვერაფრით ვთბები,­ შუქი მეზობელმა­ შემომიყვანა და იმასაც,­ ხან ჩამირთავს, ხან - არა. ქურთუკის ჩაცმა რომ მინდა, გარეთ გამოვდივარ, რადგან­ შიგნით ისეთი სივიწროვეა, ხელებს ვერ ვშლი. სხვის ნაჩუქარ საძილე ტომარაში მძინავს, სადილი მეზობლებს ჩამოაქვთ. ოჯახის წევრებმა გამწირეს, მიმატოვეს და ღმერთი მარჩენს.

ადვოკატ ციცო ცხვედიანს არაერთ ძალადობის ფაქტზე მომჩივანთან ჰქონია საქმე: -
კაცმა სასამართლოში ცოლის მიმართ დამცავი ორდერის გამოწერაზე შეიტანა განცხადება. ცოლ-ქმარს უკვე შვილიშვილები ჰყავდა. კაცი ჩიოდა, რომ ცოლისგან­ განიცდიდა არა მარტო მორალურ და ეკონომიკურ, არამედ ფიზიკურ ზეწოლასაც. მას ჰქონდა ბიზნესი და სოლი­დური შემოსავალი. მე ცოლს ვიცავდი, ორივე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყო. მამაკაცი ამბობდა, რომ მეუღლემ შამპა­ნურის ბოთლის ჩასადები ვედრო ჩაარტყა და პისტოლეტით თუ დამბაჩით დაემუქრა. იგი მოწმეებსაც უთითებდა, არადა, სასამართლოზე მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ქალი პატივს სცემდა ქმარს და მას და მის ნათესავებსაც ეხმარებოდა. სასამართლომ მომჩივან მამაკაცს უარი უთხრა დამცავი ორდერის გამოწერაზე. საბოლოოდ წყვილი გაიყარა და ქონება გაიყვეს.

მქონდა საქმე, როდესაც წყვილი ერთმანეთს სდებდა ბრალს ძალადობაში. ორივე­ მხრიდან დადასტურდა ძალადობის ფაქ­ტები, სასამართლომ გამოწერა დამცავი­ ორდერი - ერთმანეთთან 50 მეტრზე მი­ახლოება აუკრძალა, არადა, ერთ სახლში ცხოვრობდნენ და საინტერესოა, როგორ უნდა აღესრულებინათ ეს გადაწყვეტილება.
იყო შემთხვევაც, როცა დედამთილმა რძალს უჩივლა, მაგრამ როდესაც პატრულის თანამშრომლები ოჯახში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ დედამთილი კი არა, რძალი იყო მსხვერპლი.

მაკა ფერაძე, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი:

- შეუძლებელია, სამართალდამცველმა­ ან სოციალურმა მუშაკმა გაიგოს ოჯახში ძალადობის შესახებ, თუ ინფორმაცია სანდო წყარომ არ მიაწოდა. ამიტომაც დავ­იწყეთ სოციალური კამპანია, რომელსაც ჰქონდა ორი მიზანი: მოქალაქეებს გაეგოთ, რა ფენომენია ოჯახური ძალადობა და სცოდნოდათ, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს მის შესაჩერებლად.

- როგორ აღირიცხება კონფლიქტური სიტუაციები?

- 112-ში მიმართვიანობასა და რეაგირ­ებას შორის დიდი განსხვავებაა. 112-ის ოპერატორი ზარს არეგისტრირებს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ ეს ყოვ­ელთვის არ არის ოჯახური ძალადობა­. მაგალითად, შეიძლება მესამე პირმა დარეკოს, რომ გვერდით ბინაში ოჯახის წევრები ჩხუბობენ, ადგილზე მისულმა ეკიპაჟმა კი აღმოაჩინოს, რომ ისინი არა ოჯახის წევრები, არამედ მეგობრები არიან, ან სულაც არ ჩხუბობენ და მხოლოდ ხმაურობენ.

2013 წლიდან დღემდე უპრეცედენტოდ დიდია შემაკავებელი ორდე­რ­ების რაოდენ­ობა. 2013 წელს გა­მოწერილი­ იყო 227 ორდერი, 2016 წელს კი - 2000-ზე მეტი, რაც­ მოწმობს, რომ გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ისე - რეაგირებაც.

- თუმცა, ზოგჯერ შემაკავებელი ორდერი არ აბრკოლებს მოძალადეს და კონფლიქტი ფატალური შედეგითაც სრულდება.

- შემაკავებელი ორდერი არ ნიშნავს­ 100%-იან გარანტიას. თუ პათოლოგთან გვაქვს საქმე, მას ორდერი ვერ შეაჩერებს.

- ქალების გარდა, კაცებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

- დარეგისტრირებული მსხვერპლი ქალი მეტია, ვიდრე მამაკაცი, შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ ქართველ მამაკაცებს ეთაკილებათ ამის აღიარ­ება. მათ მიმართ ძალადობა უფრო ხშირად ფსიქოლოგიურია, ვიდრე - ფიზიკური, თუმცა გვხვდება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.

- რა პრევენციულ ღონისძიებებს სთავაზობს სამინისტრო საზოგადოებას?

- 2015 წელს სამინისტრომ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია დაიწყო... როდესაც ოჯახში ძალადობა არ არის მძიმე ხასიათის, პოლიციელი წერს შემაკავებელ ორდერს და ამით აფრთხილებს მო­ძალადეს. თუ ორდერით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, ამოქმედდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მერე დაეკისრება პასუხისმგებლობა. ერთადერთი, რითაც ევროპის ქვეყნებს ჩამოვრჩებით, არის მსხვერპლთა სოციალური რეაბილიტაცია. ევროპაში ამისთვის დიდი ბიუჯეტია გამოყოფილი, ჩვენთან კი სახელმწიფო დროებით სთავაზობს თავშესაფარს და დახმარებას, მაგრამ არ შეუძლია, მუდმივად არჩინოს. სწორედ ამიტომ მსხვერპლი ისევ მოძალადესთან ბრუნდება, რაც ჩვენთვისაც ხელის შემშლელი ფაქტორია.

მოამზადა ნანა ფიცხელაურმა
???
21 მაისი 2017 23:28
კაცია ეს???
m
21 მაისი 2017 22:23
რას მიეძალე სასმელს? ლოთი არავის უნდა.კი მეცოდები მაგრამ..... არ დაგელია ზედმეტი და არავინ გამოგაპანღურებდა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები