"ადეიშვილის პირადი დავალება იყო თორნიკეს ლიკვიდაცია" - პრეზიდენტის ქალიშვილის კიდევ ერთ მეგობარს პატიმრობა შეეფარდა
"ადეიშვილის პირადი დავალება იყო თორნიკეს ლიკვიდაცია" - პრეზიდენტის ქალიშვილის კიდევ ერთ მეგობარს პატიმრობა შეეფარდა
რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავეს.

17 მაისს, მოსამართლე ელენე გოგუაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, სასამართლოში წარმოდგენილი საქმის მასალებით კაჭარავას ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება. თუმცა, ელენე გოგუაძემ აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ გარემოებას არ ეფუძნება. მოსამართლის თქმით, დაკავებისას სამართალდამცველების
You must have Flash Player installed in order to see this player.
მხრიდან ზეწოლის ფაქტები კაჭარავას არ დაუფიქსირებია არც ჩხრეკის ოქმში და არც დაკავების ოქმში, შესაბამისად, მხოლოდ სასამართლო პროცესზე ისაუბრა ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მოსამართლემ ასევე აღნიშნა,
რომ ნარკოდანაშაულს, რომელშიც კაჭარავას ბრალი ედება, ახასიათებს განგრძობადობა და განმეორებითობა.

"დასადგენია, თქვენგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობა, ასევე დანიშნულება და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ გამოძიებას ამ კუთხით ხელი შეეშალოს"
, - განაცხადა მოსართლე ელენე გოგუაძემ. მან ასევე ბრალდებულს განუმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 26 ივნისსაა ჩანიშნული, აუცილებლად მოხდება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფი დაკავებულის
ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე მათგანმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. სასამართლო დარბაზი ასევე უკომენტაროდ დატოვა პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

თორნიკე კაჭარავას დაკავებას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობის შეფარდებას მისი ბიძა მამუკა ტყეშელაშვილი პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს.

როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, 6 წლის განმავლობაში იყო შემოთვლები კაჭარავას მიმართ, რომ ემუქრებოდა საფრთხე და დაიჭერდნენ. ეს შემოთვლები ბოლო 6 თვის განმავლობაში უფრო გააქტიურდა. მისივე თქმით, კაჭარავას დაკავება უკავშირდება წინა ხელისუფლების ერთგულ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებიც უწყებაში ჯერ კიდევ შემორჩნენ.

"ნაციონალების" დროიდან ჩანერგილები ასრულებენ ამას. ალბათ ამის შემსრულებელი ახალი კადრები არ მოიძებნება და იყენებენ ამ ძველ კადრებს. პირადი ანგარიშსწორებაა ეს ყველაფერი. ზუსტად ვიცი, რომ ადეიშვილის პირადი დავალება იყო თორნიკეს ლიკვიდაცია და ახლაც გრძელდება იგივე დევნა იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც დარჩა "ნაციონალების" დროიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ხუთკაციანი ჯგუფია და ყველას სახელებსა და გვარებს დავასახელებ მოგვიანებით", - განაცხადა მამუკა ტყეშელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება კაჭარავას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება.

გავრცლებული ინფორმაციით, კაჭარავას კანონთან პრობლემები აქამდეც ჰქონდა. 2010 წლის მარტში მომხდარი დანაშაულისთვის - სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობისთვის 24 წელი მიუსაჯეს. მან მაშინ მოახერხა საქართველოს დატოვება და იძებნებოდა.

2010 წლის მარტში, თბილისში სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს. პროკურატურამ მისი მკვლელობის ბრალდება გოგბერაშვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას წაუყენა. ბრალდების მიხედვით, სანდრო გოგბერაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ზურა ტარყაშვილთან. ისინი ერთმანეთს მეორე დღეს, გრიბოედოვის ქუჩაზე "შეხვდნენ" და კონფლიქტისას კაჭარავას გასროლილი ტყვია შემთხვევით მოხვდა მის მეგობარს, სანდრო გოგბერაშვილს.

სასამართლომ კაჭარავა დამნაშავედ სცნო გოგბერაშვილის მკვლელობაში და მას შეკრებითობის პრინციპით 24 წელი მიუსაჯა. ტარყაშვილი და მისი მეგობრები კი ხულიგნობაში დაადანაშაულეს. შეკრებითობის პრინციპის გაუქმებისა და ამნისტიის შედეგად, თორნიკე კაჭარავას, სასჯელის სახედ და ზომად, 24 წლის ნაცვლად, 16 წლით პატიმრობა შეეფარდა.

ტარყაშვილმა ციხეში რამდენიმე წელი გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის რუსთაველის გამზირზე მოკლეს.

ტარყაშვილის მშობლები მაშინ აცხადებდნენ, რომ მათი შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა პრეზიდენტ მარგველაშვილის ცოლის სიძე, მინდია გოგოჭურიც.

2015 წელს კი კაჭარავა უზენაესმა სასამართლომ გაამართლა და სწორედ მას შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

gigi
18 მაისი 2017 15:02
თვითონ პრეზიდენტმა არ უნდა მართოს ახლობლები? თუ შუუძლია, მარა არ შეუძლია, მაგის გამო უკვეცავენ უფლებებს - რამე საშინელება არ ჩაიდინოს.
ისე ვერ წარმომიდგენია ევროპის რომელიმე ქვეყნის ჩინოვნიკის ოჯახის წევრმა რომ თქვას პოლიციაზე ,,ძაღლები" და ეგრევე სკანდალით არ გააგდონ და ბოდიშები არ ახდევინონ მთელი ცხოვრება
manana
18 მაისი 2017 12:34
თუ ფრთიანი ანგელოზია რატო დასდევდნენ და უთვალთვალებდნენ ამდენი ხანი? ყველამ კარგად იცის ამ ქალაქში ვინ ვინაა, და მარტო იმიტო რო პრეზიდენტის შვილის მეგობარია , პასუხი არ უნდა აგოს? ისე, ზოგადად არც პრეზიდენტის შვილს უხდება ყოველი მისი ნარკუშა მეგობრის სასამართლოებზე სირბილი! ეს აზარალებს პრეზიდენტის ისედაც წყალშემდგარ იმიჯს!
მმგ
18 მაისი 2017 12:01
რა ხალხში აქვს საქმე?! სად გცალია კონსტიტუციიშთვის!
?
18 მაისი 2017 11:29
როგორც ირკვევა მარგველაშვილის ქალიშვილის ირგვლივ შემოკრებილები არიან ცუდი წარსულის ახალგაზრდები. ნათქვამია "მითხარით ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვით ვინ ხართ თქვენო".
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?