რა იპოვეს სამართალდამცავებმა სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკისას?!
რა იპოვეს სამართალდამცავებმა სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკისას?!
ბათუმში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში, ჩხრეკა რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა.

"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართველი სამართალდამცავები ჩხრეკენ ნონა წოწორიას ძმის სახლს, ბათუმში.
საქმის კურსში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი.
როგორც იცით, ნონა წოწორია არის მოქმედი მოსამართლე საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.
იგი მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას - მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის
You must have Flash Player installed in order to see this player.
და გიგი უგულავას საქმეები.

მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა, რაც გასაჩივრდა დიდ პალატაში და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე. განხილვის პროცესშია რუსთავი ორის საქმეც, სადაც მეოთხე სექციამ ერთხმად შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე.
ამგვარი უაღრესად საეჭვო ფაქტების შესახებ საზოგადოებას აქამდეც სმენია, მხედველობაში
მაქვს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ამანათების გაგზავნა, და ა.შ.
ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადააწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს საქართველოს მოსამართლე, არამედ იგი სავალდებულო წესით მონაწილეობს საქმეთა
კოლეგიურ განხილვაში.
ასეთი ქმედებებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ვერ დააშინებენ, პირიქით, გაამყარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიკური ხელისუფლების იარაღი - ანგარიშსწორებისა და უკანონო დევნისათვის", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს, რის შესახებაც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (7)
გავაზელი
19 მაისი 2017 17:00
ნაცებო, მოდი, ჯერ ფაქტზე ვილაპარაკოთ. იყო მართლაც იარაღი და ვაზნები ბინაში? თუ იყო, მოკეტეთ და ხმას ნუ იღებთ. თუ არ იყო, მერე ილაპარაკეთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.
თქვენი ლოგიკით ნებისმიერ ნაცს შეუძლია ჩაიდინოს ნებისმიერი დანაშაული და დაჭერას რომ დაუპირებენ, აყვირდეს, პოლიტიკურად მდევნიანო.
იამზე
19 მაისი 2017 11:44
ახლა ატეხავენ ნაცები ერთ ამბავს, რომ პოლიტიკური დევნაა და სინამდვილეში ანგელოზი იყო. ასეთები გაგვიგია მაგათგან?
19 მაისი 2017 10:59
რა იპოვეს და ბუს კვერცხები, აღარ მოგბეზრდათ? რითი განსხვავდებით ნაცებისგან!?
bajo
19 მაისი 2017 09:41
მოუტრიალდატ ბუმერანგი ცოცორიასნაირებს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები