ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვები სრულად დაიხურა - პროტესტის ნიშნად დეკანოზმა მამალაძემ სხდომა დატოვა - კვირის პალიტრა

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვები სრულად დაიხურა - პროტესტის ნიშნად დეკანოზმა მამალაძემ სხდომა დატოვა

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვები სრულად დაიხურა, შესაბამისად, სასამართლო პროცესების განხილვა მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ საქმის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

სხდომების დახურვის გადაწყვეტილების საპროტესტოდ პროცესი ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დატოვა და ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა თავის ადვოკატებსაც.

"პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას და მოვუწოდებ ასევე ჩემს ადვოკატებს, დატოვონ სასამართლო და არ დაესწრონ სხდომებს", - განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.

სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს.

იხილეთ ასევე: "აქ განვიხილავთ ჩემი მხრიდან მკვლელობის მომზადებას თუ ჩემს პირად ცხოვრებას და მიმოწერას?"

"ინტერპრესნიუსი"