"თურქეთში ქართველი გოგონას მკვლელმა ყრუ-მუნჯებმა შესაძლოა მალე გარეთ ისეირნონ"
29-05-2017
"თურქეთში ქართველი გოგონას მკვლელმა ყრუ-მუნჯებმა შესაძლოა მალე გარეთ ისეირნონ"
"ელენეს ერთადერთი ძმა ჰყავს ზესტაფონში, სულ მისი შვილებისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. ნაგროვები ფულით ზესტაფონში ბინა და მანქანაც იყიდა, უხაროდა, საკუთარი ჭერი მაქვს, საქართველოში დავბრუნდები და ოჯახს შევქმნიო"

ამ დღეებში თურქეთში ქართველი ემიგრანტი, 34 წლის ელენე გოკაძე წამებით მოკლეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქ ფაცაში მცხოვრებმა 30-მდე წლის ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მკვლელობაში მეორე, ასევე­ ყრუ-მუნჯი მამაკაცი მონაწილეობდა. ჩვენ ქალაქ ფაცაში
ელენე გოკაძის ახლობელს დავუკავშირდით:

ნანა ტუღუში: -
ელენე 20 წლისაც არ იქნებოდა, თურქეთში რომ ჩამოვიდა, ობოლი იყო, საკ­უთარი თავისთვის მარტოს უნდა ეპატრონა. ერთადერთი ძმა ჰყავს ზესტაფონში, სულ მისი შვილე­ბისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. ნაგროვები ფულით ზესტაფონში ბინა და მანქანაც იყიდა,­ უხაროდა, საკუთარი ჭერი მაქვს,­ საქართველოში დავბრუნდები და ოჯახს შევქმნიო. ფაცაში ორ ქარ­თველ გოგონასთან
ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. იმ დილით მეც შემხვდა, აქ პატარა ბაზარია, სადაც ქართველებისაგან ყავას ვყიდულობთ და იქ მივდი­ო­დი. ძალიან ფერმკრთალი მომეჩვენა. მოვიწამლე და ფეხზე ვეღარ დავდექი, ექიმთან უნდა მივიდეო... რას ვიფიქრებდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი.

- გავრცელებული ინფორმაციით,­ ელენე მეზობელმა, ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა. თუმცა, როგორც ირკვევა, მკვლელს თანამზრახველიც ჰყავდა.

- ელენე სამუშაოდან შინ 8-დან 9 საათამდე ბრუნდებოდა.­ რომ დაიგვიანა, გოგონებმა დაურეკეს, მაგრამ მისი ტელეფონი­ გამორთული იყო. მერე ნაცნობებთან დაუწყეს ძებნა, თუმცა­ ამაოდ. დილით ერთ-ერთმა­ მათგანმა­ მეზობელ სახლთან, ქუჩაში ჯერ ელენეს ფეხსაცმელი დაინახა, მერე კი ჩანთაც. მიხვდნენ, რომ რაღაც­ უბედურება მოხდა და პოლიც­იაში დარეკეს... ელენე იქვე, ერთ-ერთი ბინის პირველ სართულზე იპოვეს, იმ სახლში მკვლელი ცხოვრობდა. მისი კარიდან სისხლის ისეთი სუნი გამოდიოდა,­ ამით მიხვდნენ, რომ მიცვალებული იყო. ყრუ-მუნჯი უკვე გაქცეული დახვ­დათ, ბინაც ბოქლომით ჰქონდა დაკეტილი, დასკოჩილი და დასერილი ელენე სისხლის გუბეში იწვა.

- გარდაცვლილი მკვლელს იცნ­ობდა?

- ფაცა პატარა ქალაქია, აქ ყველა ერთმანეთს ცნობს. მკვ­ლ­ელს მეც ვიცნობდი, სულ თავისი­ ბინის წინ იდგა სხვა ყრუ-მუნჯებთან ერთად. ელენეს სამსახურში­ წასვლისას ან დაბრუნებისას მისი სახლის წინ უნდა გაევლო. ირკვევა,­ რომ დანაშაული მარტ­ოს არ ჩაუდენია, მეორე ყრუ-მუ­ნჯიც დაიხმარა, თანაც ორივე ორჯერ ყოფილა ნასამართლები ყაჩაღობისთვის. ცხადია, ელენეს სახლში შეთრევა ორ კაცს არ გაუჭირდებ­ოდა. საწყალი, როგორც ჩანს, მაინც უწევდა წინააღმდეგობას, მკვლელს სახეც დაკაწრული აქვს.
რომ წარმოვიდგენ, როგორი ენით აუწერელი წამებით მოკლეს ელენე, ბოღმა მახრჩობს. აქ ისედაც სულ შიშში ვართ, ქუჩაში ქართულად ლაპარაკსაც ვერიდებით, რომ ვინმე არ აგვედევნოს.

- ქართულად ლაპარაკს რატომ ერიდებით?

- რამდენჯერმე აგვედევნენ და ტელეფონის ნომერს გვთხოვდნენ. ეტყობა, ფიქრობენ, ეს ქალები ხომ მოსამსახურეები არიან, გროშებზე მუშაობენ, უარი რატომ უნდა გვითხრანო. ზოგჯერ ნაცნობი თურქების ბინებშიც შევსულვართ თავის შესაფარებლად. დამნაშავეთაგან ბევრი ბათუმს აფარებს თავს. ელენეს მკვლელიც ტრაპიზონში დაიჭირეს. ბათუმში უნდოდა გადასვლა.

- აღიარა დანაშაული?

- როგორც გავიგე, უცნაურად­ იქცევა, ყმუის და თავს კედელს ურტყამს. ალბათ უნდა, რომ გიჟად­ შერაცხონ, მაგრამ მან ყველაფერი წინასწარ განიზრახა. აქ ამბობენ, რომ შესაძ­ლოა, მკვლელიც და თანამზრახველიც მცირე სასჯელს დააჯერონ, რადგან კანონი უნარშეზღუდულებისთვის მძიმე პატიმრობას არ ითვალისწინებს. ასე რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ თვალი­ არ მიადევნა, შეიძლება მალე მკვლელებმა გარეთ ისეირნონ.

ელენეს ახლობლებს ზესტაფო­ნ­ში, სოფელ კვალითშიც დავუკავშირდით.

ოთარ ლობჟანიძე: -
ამ გოგოს უბედურება თავიდანვე დაეწერა - პატარა იყო, მამა რომ მოუკვდა, მერე დედაც გარდაეცვალა. პატრონი არ ჰყავდა და გადაიხვეწა... ხშირად ჩამოდიოდა, ძმის ოჯახს არაფერს აკლებდა. გული მტკივა, რომ ვერაფერი მოასწრო...

ეთერ ერაძე
eliso
06 ივნისი 2017 07:48
rogor gvenatrebi elene chemo usayvaresi adamiani iyavi yvelastan tbili shentan raundoda sikvid sheni kvleli unda daisajo vis ase mcaret dagimeta samatali ar asebo imedia daijeba
tiko
05 ივნისი 2017 21:24
Chvens mtavrobas ar calia xalxistvis rodis iyo samartlianoba saqartveloshi chveni mtavrobis xelshi xalxis tkivili rodis miqondat gultan sashineleba visi imedi unda vqondes vin daicavs qartvel xalxs
ani
05 ივნისი 2017 13:03
Ras aketebs chveni mtavroba rogor icaven taviant miqalaqqebs. Eg turqebi saertod ar unda shemoushva saqartveloshi. Vai sacodavi gogo. Vin icis acida aci sxvebs ra moelis.

რედაქტორის რჩევით