ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა
ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა
8 ივნისს ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. დაკავებული კრიმინალური დაჯგუფება ცნობილია როგორც "შულაიას დაჯგუფება" და მასში ქართველების გარდა რუსი და სომეხი ეროვნების კრიმინალებიც არიან. დაკავებულების ასაკი 22-დან 56 წლამდე მერყეობს.

აშშ-ს პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ
ტარებაში ადანაშაულებს. დაჯგუფების წევრების უმრავლესობა, შულაიას "მარჯვენა ხელის" ზურაბ ჯანაშვილის ჩათვლით, ნიუ იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდნენ, შულაია კი ნიუ ჯერსიში. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა ხუთ შტატში: ნიუ იორკი, ნიუ ჯერსი, პენსილვანია, ფლორიდა და ნევადა. კრიმინალების "საქმიანობა" მოიცავდა შემდეგს: მიწისქვეშა პოკერ-კლუბი ბრაიტონ ბიჩზე, მოგებული თანხების ამოღება,
ადგილობრივი ბიზნესმენების რეკეტი, სატრანსპორტო ტვირთების გატაცება, ღამის კლუბის გახსნა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტაციისა და ჩეკების გამოყენება. ამასთან, შულაიას დაჯგუფების ქალი წევრები ძარცვავდნენ კლიენტებს დასაძინებელი პრეპარატების გამოყენებით. დაკავებულებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაჯგუფების ხელმძღვანელი ე.წ. კანონიერი ქურდი 40 წლის რაჟდენ შულაიაა, რომელიც რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. იგი წლების განმავლობაში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. როგორც რუსული მედია წერს, შულაია ე.წ. კანონიერ ქურდად 2013 წელს კვიპროსში "მონათლეს". მას შემდეგ კრიმინალურ სამყაროში იგი "რაჟდენ პიტერსკის" სახელით არის ცნობილი. რუსეთში ყოფნის პერიოდში იგი ითვლებოდა ე.წ. კანონიერ ქურდთან მერაბ ჯანგველაძესთან დაახლოებულ პირად.

2013 წელს, ფართომასშტაბიანი საპოლიციო კონტროლის დროს, რომელიც ევროპის 9 ქვეყანაში ჩატარდა, რაჟდენ შულაია ლიტვაში დააკავეს თემურ ნემსიწვერიძესთან ერთად. სპეცოპერაციის დროს სულ დააკავეს ქართული კრიმინალური სამყაროს 18 წარმომადგენელი, მათ შორის 13 ე.წ კანონიერი ქურდი.

გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები