"კაცი ცოლს დაქალთან, მეზობელთან და ცოლის დასთან ღალატობდა" - ფრთხილად, "კაბიანი ბონდები", ანუ კერძო დეტექტივ ქალთა ორგანიზაცია
19-06-2017
"კაცი ცოლს დაქალთან, მეზობელთან და ცოლის დასთან ღალატობდა" - ფრთხილად, "კაბიანი ბონდები", ანუ კერძო დეტექტივ ქალთა ორგანიზაცია
"არაერთ ცნობილ ადამიანს მოუმართავს, ან ის გამხდარა ჩვენი დაკვირვების ობიექტი..."

"ბოლო დროს ხშირად მოგვმართავენ­ თხოვნით­, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, სიმა­რთლე დავადგინოთ. ამჟამად რამდენიმე მსხვილი ფირმის თანამშრომლებს­ ვამოწმებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დახმა­რებით კომპანიებისზარალი შემცირდა..."


სიმართლე გითხრათ, სანამ ორგანიზ­ა­­ცია "კერძო დეტექტივი ქალების" დამ­ფ­უ­ძნებელსა და ხელმძღვანელს, ნინო ბერელაშვილს­ გავიცნობდი, მანამდე დე­ტ­­ექტ­ივი ქალები მხოლოდ ფილმებში მენ­ახა. მასთან საუბრისას დაუჯერებელი ამბ­ები მოვისმინე. თქვენ ყოფილხართ კაბიანი­ ბონდებიო, უთქვამს მათთვის ერთ კლიენტს და ეს შედარება გადაჭარბებული­ არ არის.

- ქვეყანაში, სადაც ქალთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა,"დეტექტივი ქალის არსებობა სუსტი სქესის ძალას ადასტურებს. მესამე წელია, რაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა. კერძო დეტექტივი იღებს კერძო შეკვე­თ­ებს ფიზიკური თუ იურიდიული პირე­ბ­ისაგან, კონფიდენციალურობის სრული დაცვით. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

- რა დავალებებით მოგმართავენ?

- უმეტესად
ღალატის ფაქტის დადგენას გვთხოვენ, ძირითადად, ქალები. მოგვმართავენ შვილების გაკონტროლების თხოვნითაც - ჩვენ ვადგენთ, ვისთან აქვს ობიექტს ურთიერთობა, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს, ჩართულია თუ არა აზარტულ თამაშებში. ამ სერვისს იყენებენ როგორც არასრულწლოვანი, ისე სრულწლოვანი შვილების მშობლები.

მართალია, ე.წ. სექტების თემა თითქოს­ დაივიწყა საზოგადოებამ, მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე ასეთი საქმე გავხსენით. სპეციალური ჯგუფი გვყავს, რომლის წევრებსაც ვნერგავთ სექტაში და ობიექტი სახიფათო გარემოდან გამოგვყავს.

მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გოგონას მშობლებმა მოგვმართეს. ეჭვობდნენ, რომ მათ შვილს შეყვარებული ჰყავდა. ბოლო დროს აგრეს­იული გახდა და ჩაცმის სტილიც შეიცვალაო, ჩიოდნენ... თვალთვალის შედეგად დავადგინეთ, რომ მათი გოგონა სექტის წევრი იყო. მშობლებს ძალიან გაუჭირდათ­ სიტ­უაციის აღქმა, ძნელია საკუთარ შვილზე ასეთი რამის დაჯერება. თუმცა ყველაფერი­ მშვიდობიანად დასრულდა - გოგონა სექტას ჩამოშორდა.

- რა ხერხებს მიმართავთ საქმის გასახსნელად?

- ყველას უჩნდება კითხვა: რამდენად­ კანონიერია ჩვენი საქმიანობა? ვიყენებთ ყველა ხერხს, რაც კანონს არ ეწინააღმდე­გება. ჩვენს თანამშრომლებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც,­ მათ ამოწმებენ პოლიგრაფზეც (სიც­რუის დეტექტორზე), სანდოობის დასადგენად.
დღემდე არ მიუღიათ კანონი "კერძო დეტექტივის საქმიანობის შესახებ", თუმცა, არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ჩვენს საქმიანობას არეგულირებს.

- თავდაპირველად ჩვენი შეხვედრა­ გა­დ­აიდო, რადგან ბრძანეთ, სიცრუის დეტე­ქ­ტ­ორი მაქვს დანიშნულიო. ეს რა შემთხ­ვ­ე­ვაში გჭირდებათ?

- ბოლო დროს ხშირად მოგვმართავენ­ თხოვნით­, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით, სიმა­რთლე დავადგინოთ. ამჟამად რამდენიმე მსხვილი ფირმის თანამშრომლებს­ ვამოწმებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დახმა­რებით, კომპანიების ზარალი შემცირდა...
არის შემთხვევები, როცა დედამთილს რძალი­ მოჰყავს სიცრუის დეტექტორზე შესამოწმებლად. მაგალითად, დედამთილს აინტერესებს, ჰყოლია თუ არა რძალს სხვა პარტნიორი...

- ალბათ, უცნაური შემთხვევაც ბევრი­ გქონიათ...

- ერთხელ დედამ და დამ დაგვიკვეთეს ბიჭის თვალთვალი. უცოლო, 30 წლის მამაკაცი იყო. ფიქრობდნენ, რომ საყვარელი ჰყავდა და ეს ეჭვი იმიტომ გაუჩნდათ, რომ გვითხრეს, სახლში რომ მოდის, ყოველთვის ბანაობსო...

მინდა, გავიხსენო ერთი მამაკაცის საქ­მეც. ალფონსი იყო. ჩვენთან მისი ერთ-ერთ მსხვერპლი, შუახნის მდიდარი­ ქალბატონი­ მოვიდა. ჩემი მეგობარი მამაკაცი არ მუშ­აობს და მაინტერესებს, დროს სად და როგორ ატარებსო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი დამკვეთის გარდა, მას კიდევ ორი"ქალი ჰყავდა. მაგრამ ფინალი იყო კურიოზული - გავიგეთ,­ რომ ამ გზით ნაშოვნი მთელი­ თანხა მამაკაცს თავის შეყვარებულთან მიჰქონდა...

ერთხელ დედამთილმა რძლის თვალ­თვალი გვთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ რძალი მოვიდა და დედამთილის თვალთვალი დაგვიკვეთა. როგორც მივხვდით, ორივე მსუბუქი ყოფაქცევის იყო. ეს საქმე­ არ ავიღეთ, რადგან დამკვეთებს ურთიე­რთსაწინა­აღმდეგო ინფორმაციას ვერ მივაწვდიდით...­

ერთხელ რაიონში მცხოვრები ქალბატონის შესახებ მოგვმართეს, თითქოს­ ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ­ქიმიო­თერაპიის კურსის ჩასატარებლად ჩამოდიოდა თბილისში და რამდენიმე დღე რჩებოდა. დამკვეთი ნათესავი ეჭვობდა, რომ ქალი ჯანმრთელი იყო და საყვარელი ჰყავდა. მისი ეჭვი გამართლდა. ქალი სრულიად­ ჯანმრთელი აღმოჩნდა და ღალატთან ერთად, ოჯახს სამკურნალოდ ფულსაც სძალავდა...

ერთხელ ქალბატონი მობრძანდა მეგობ­ართან ერთად - მეუღლის ერთგულებაში ეპარებოდა ეჭვი. შინ კამერები დაგვამონტ­აჟებინა, თვითონ კი ევროპაში გაემგზავრა.­ ჩვენც საქმეს შევუდექით, მაგრამ კარგა ხნის თვალთვალის მიუხედავად, მეუღლეს ვერაფერი შევნიშნეთ. ვიეჭვეთ, რომ ხვდებოდა, ვუთვალთვალებდით. გამოსავლის ძიებაში ისევ დამკვეთს დავუკავშირდით, ვუთხარით,­ რომ ყველა დაერწმუნებინა, მათ შორის თავისი მეგობარიც, რომ საქმე დასრულებ­უ­ლია, თვალთვალი შეწყდა და მეუღლეში­ ტყუილად ეპარებოდა ეჭვი. ასეც მოიქცა...­ მეორე დღესვე გაირკვა, რომ დამკვეთის მეგობარი და ქმარი საყვარლები იყვნენ. ეს კიდევ არაფერი - მამაკაცს პარალელ­ურად კავშირი ჰქონდა მეზობელთან და ცოლის დასთანაც...

- გამოცდილებით რა შეგიძლიათ გვითხრათ­ - ეჭვი მეტია თუ ღალატი?

- სტატისტიკურად, მამაკაცების ეჭვიანობა უფრო ხშირად უსაფუ­ძვლოა. 99% ქალების ეჭვი კი მართლდება.

- მოღალატე ქმარს თუ მოუმართავს დახმარებისთვის, რომ თავი დაეძვრინა და ცოლს ტყუილში არ გამოეჭირა?

- ჩვენ გვაქვს ასეთი ტიპის მომსა­ხურებაც­: "რკინის ალიბი". თუკი არ ხართ დარწ­მუნებული, რომ თქვენი შეხვედრები კონფიდენციალურად ჩაივლის, შეგიძლიათ, მოგვმართოთ და აღარ ინერვიულოთ... მაგალითად, ერთხელ მოგვმ­ართა მამ­აკაცმა, რომელსაც ეჭვიანი ცოლი ჰყავდა, მუდმივად ურეკავდა და მხოლოდ ინფორმაციას არ სჯერდებოდა, ფოტოებსა და სხვა დამადასტურებელ ფაქტებს ითხოვდა.­ ქალის ეჭვი არ იყო უსაფუძვლო - ამ კაცს მართლაც ჰყავდა საყვარელი, მასთან­ ერთად აგარაკზეც რამდენიმე დღით მიდ­იოდა,­ ცოლს კი არწმუნებდა, რომ საზღვ­ა­რგარეთ იყო მივლინებით. ზარებით, ფოტოებით, სასტუმროდან ვიდეოჩართვით ჩვენ ამ მამაკაცს "რკინის ალიბი" შევუქმენით.

- გარდა ღალატისა, კიდევ რა თემებია­ აქტუალური?

- ბოლო ერთი თვის განმავლობაში­ ოთხმა ქალბატონმა მოგვმართა. მათ უკავშ­ირ­­დებოდნენ ინტერნეტით, ტელეფონით, აშანტაჟებდნენ და ფულს სძალავდნენ. აღმ­ოჩნდა, რომ ამ ოთხივე საქმის სათავეში ერთი ადამიანი იდგა, სხვათა შორის, ქალი!

- "კაბიანი ბონდები" რომ გიწოდეს, გასაგებია, მაგრამ "შეითან ქადინ კასუსი" რას ნიშნავს?

- ჩვენთან თანამშრომლობს­ თურქეთის მუსლიმ ქალთა საზოგადოება და მუდმივად­ ვიღებთ შეკვეთებს, თვალი ვადევნოთ ამ საზოგადოების წევრი ქალების მეუღლეებს. მოგეხსენებათ, თურქი მამაკაცები ერთგულ­ებით არ გამოირჩევიან. როგორც შეგვატყობინეს, ჩვენი სახელი მათი ქმრებისთვ­ისაც ცნობილი გამხდარა და ჩვენთვის "შეითან ქადინ კასუსი" შეურქმევიათ, რაც საშიშ­ მზვერავ ქალს ნიშნავს...

- უცხოეთიდან ხშირად მოგმართავენ?

- ემიგრანტი ქალები გვიკავშირდებიან და ქმრების შემოწმებას გვთხოვენ, ან პირიქით - ქმრები გვთხოვენ ემიგრანტი ცოლების თვალთვალს.

- ცნობილი ადამიანებიც გაკითხავენ?

- არაერთ ცნობილ ადამიანს მოუმართავს, ან ის გამხდარა ჩვენი დაკვირვების ობიექტი...

- საიდან გაგიჩნდათ იდეა ამგვარი მომსახურებისა?

- არაერთი მეგობრისგან მსმენია, რომ ხშირად გამხდარან ტყუილის მსხვერპლი და რას არ გასცემდნენ, რომ ასეთი მომსახურება მიეღოთ. დასავლეთში ეს აპრობირებ­ული პრაქტიკაა. დავუკავშირდი კერძო დეტექტიურ ორგანიზაციებს, მივიღე მათგან რჩევები, მერე შევისწავლე ჩვენი ბაზარი და აღმოჩნდა, რომ თითქმის თავისუფალი სეგმენტი იყო. პრაქტიკული უნარ-ჩვე­ვების შესაძენად კარგა ხანს ვმუშაობდი ერთ-ერთ კერძო საგამოძიებო კომპანიაში. როდ­ესაც გადავწყვიტე, დამოუკიდებლად წამომეწყო საქმიანობა, პირველივე თვეს მომსახურების­ მოთხოვნამ მიწოდების შესაძლებლობებს გადააჭარბა...

ეკა სალაღაია
...
20 აგვისტო 2017 21:05
Piradshi momceret rogor dagikavshirdet
Taso
31 ივლისი 2017 01:09
Am rkinis alibis mere ranairad unda gendot damkveti? Gamodis rom tyuilis shetitxvnashi exmarebit xo? Es normaluria?? Sisulelea
1234
22 ივნისი 2017 17:12
იმ დაქალზე,მეზობელზე,ცოლის დაზე ჯობს ილპარაკოთ ვინც მეგობრის ქმარს,მეზობელს და დის ქმარს,ანუ სიძეს უწვება.ისიც იქნებ დაითვალოთ რამდენი ქალი ღალატობს ქმრის მეგობართან ქმრის თანამშრომელთან,ქმრის უფროსთან, არ გაგიკვირდეთ და მამამთილთანაც.(რამდენიმე წლის წინ მოსკოვის პროსპექტზე მოხდა)ნუ წაიღეთ ტვინი ქალთა უფლებების დარღვევაზე გამუდმებული ლაპარაკით

რედაქტორის რჩევით