რატომ ვერ ასახლებენ მდგმურებს ბინიდან?
12-06-2017
რატომ ვერ ასახლებენ მდგმურებს ბინიდან?
"გამაგებინეთ, თაღლითებს ყველაფრის უფლება­ აქვთ და მე არ მაქვს უფლება, დავიცვა ჩემი ქონება?"

ჩემებმა პატრული გამოიძახეს იმ იმედით, რომ პოლიცია დაეხმარებოდა, მაგრამ განგვიცხადეს, რომ თურმე ბინაში უკანონოდ შესული ხალხის შეწუხების უფლება არ გვაქვს და მხოლოდ სასამართლოს გზით შეგვიძლია ვიდავოთ. პოლიციის პოზიცია რომ გაიგო თაღლითმა ირანელმა, უფრო დამშვიდდა. ვინც მივიდა სალაპარაკოდ, ყველას უჩივლა, მაწუხებენო. გამაგებინეთ, რა ხდება? სამართალი სად ვიპოვო? ხელშეკრულებაში წერია, თუ დადგენილ ვადას ხუთი დღით გადასცდებოდა ბინის ქირის გადახდა,
ბინიდან უნდა წასულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, პოლიციელებს ირანელისთვის სიტყვიერად­ მაინც რომ ეთქვათ, რა ვალდებულებაც გაქვთ, შეასრულეთო, ბინიდან წავიდოდნენ. აღმოჩნდა­, რომ დაუცველი ვარ


საქართველოში ბევრი ადამიანი ბინის­ გაქირავებით მიღებული შემოსავლით ცხოვრობს, ბევ­რი მათგანი სახელმწიფოს­ წინაშეც პირნათელია და მოგების გადასახადს, მიღებული თანხის 20%-ს,­ პატიოსნად იხდის. თუმცა ირკვევა, რომ
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო ისინი თავიანთი უფლებების დაცვას მაინც ვერ ახერხებენ. ბევრს ჰგონია, რომ თუ გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება და მხარეების უფლებები მკაცრად განისაზღვრება, ბინის პატრონს საფრთხე აღარ დაემუქრება, მაგრამ თურმე შეიძლება, მდგმური­ ვერ გამოასახლო და ბინაში დიდხანს ისე იცხოვროს, ქირაც არ გადაიხადოს, თქვენ კი უფლებების დასაცავად ბრძოლამ მოგიწიოთ.
მართალია, ბევრი მეპატრონე ცდილობს, უცხოელი შეუშვას ბინაში იმ იმედით,­ რომ მისგან სტაბილურად მიიღებს შემოსავალს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ბოლო დროს არაერთი მათგანი გახდა უცხოელების თაღლითობის მსხვერპლი.

"სახელმწიფოს ხომ ვუხდი გადასახადს, რატომ არ მიცავს?"


მაია გოგოლაძე ამჟამად­ ამერიკაში ცხოვ­რობს და იქიდან დაგვიკა­ვშირდა. ამბ­ობს, რომ ირანელი ბიზნესმენის თაღლითობის მსხვერპლია და 6 თვეა, უშედეგოდ იბრძვის...

მაია გოგოლაძე, დაზარალებული: -
შარშან, აგვისტოში, სამაკლერო კომპანიის დახმარებით ბინა უცხოელებს მივაქირავე. კომპანიამ ერთი თვის ქირა - 1000 დოლარი წაიღო. ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რანა ბოროუნთან გავაფორმე ოფიციალური ხელშეკრულება,­ დადგინდა ვალდებულებებიც.
მითხრა, რომ მისი მეუღლე ბიზნესმენი ალი თაჰერი­ ქაშანია, რომელსაც საქართველოში აქვს ლომბარდი, ასევე - კაფე-ბარი მარჯანიშვილის ქუჩაზე, მაგრამ ახლა ვიგებ, რომ არც ერთი მის სახელზე­ არ არის გაფორმებული. ოთხი თვე იხდიდ­ნენ ქირას, იანვრიდან კი გადახ­და შეწყვიტა. მეექვსე თვეა, ჩემს სახლში უფასოდ ცხოვრობენ და არც აპირებენ­ გამოსვლას.

თანხას რომ არ იხდიდა, ჩემი შვილი და ადვოკატი მივიდნენ სახლში და გაირკვა, რომ ის ქალი, რომელთანაც ოფიციალურად მაქვს ხელშეკრულება გაფორებული,­ ჩემს ბინაში აღარ ცხოვრობს.

სახლში სულ სხვა ირანელი ქალი დახვდათ, შვილთან ერთად, რომელმაც განაცხადა, რომ ის არის ალი თაჰერი ქაშანის მეუღლე. დავადგინეთ ისიც, რომ ეს თაღლითი ირანელი ბიზნესმენი­ ცდილ­ობს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს და ხელი ფიქტიურად აქვს მოწერილი ქართველ ქალთანაც.
გამოდის, ვინც დღეს ჩემს ბინაში ცხოვრობს, მასთან იურიდიული ხელშეკრულება არ მაქვს. ჩემებმა პატრული გამოიძახეს იმ იმედით, რომ პოლიცია დაეხმარებოდა, მაგრამ განგვიცხადეს, რომ თურმე ბინაში უკანონოდ შესული ხალხის შეწუხების უფლება არ გვაქვს და მხოლოდ სასამართლოს გზით შეგვიძლია ვიდავოთ. პოლიციის პოზიცია რომ გაიგო თაღლითმა ირანელმა, უფრო დამშვიდდა. ვინც მივიდა სალაპარაკოდ, ყველას უჩივლა, მაწუხებენო. გამაგებინეთ, რა ხდება? სამართალი სად ვიპოვო? ხელშეკრულებაში წერია, თუ დადგენილ ვადას ხუთი დღით გადასცდებოდა ბინის ქირის გადახდა, ბინიდან უნდა წასულიყვნენ. Dდარწმუნებული ვარ, პოლიციელებს ირანელისთვის სიტყვიერად­ მაინც რომ ეთქვათ, რა ვალდებულებაც გაქვთ, შეასრულეთო, ბინიდან წავიდოდნენ. აღმოჩნდა­, რომ დაუცველი ვარ.

- სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ?

- შევიტანე, მაგრამ მეუბნებიან, რომ მოსამართლეს უამრავი საქმე აწერია და შეიძლება ჩემი საქმე სექტემბერში განიხი­ლოს, ან უფრო გვიან. სადამდე გაიწელება ეს პროცესი, არავინ იცის, თან მეორე­ მხარეს გასაჩივრების უფლება აქვს. ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და მან უფულოდ იცხოვროს ჩემს ბინაში. გამაგებინეთ, თაღლითებს ყველაფრის უფლება­ აქვთ და მე არ მაქვს უფლება, დავიცვა ჩემი ქონება? სახელმწიფოს ხომ ვუხდი გადასახადს, რატომ არ მიცავს? ჩემს მდგომარეობაში ბევრია. პოლიციელები ამბობენ, ძირითადად, ირანის მოქალაქეებთან აქვთ პრეტენზია ბინის მეპატრონეებსო.
როცა პოლიციით ვერაფერს მივაღწიე, ვცადე, დენი და გაზი გამეთიშა­, მაგრამ ეს ირანელი მივიდა ამ კომპანიებში, შეიტანა განცხადება და ჩაურთეს გაზიც და დენიც, ჩვენ კი გვითხრეს, გათიშვის უფლება არ გვაქვსო.

"სასამართლოსთვის რომ მიმემართა, დააკმაყოფ­ილებდნენ ჩემს მოთხოვნას, მაგრამ როდის?"


ასეთივე პრობლემა შეექმნა ქალბატონ ნინოს.­ მასაც გაფორმებული ჰქონდა ხელშ­ეკრულება, გადასახადს იხდიდა, მაგრამ სამართალს ვერც მან მიაღწია.
- კომერციული ფართობი გავაქირავე, ვალდებულებებიც განსაზღვრული იყო, მაგრამ ყველაფერი ფურცელზე დარჩა. მეც მეწერა ხელშეკრულებაში, რომ თუ ერთი თვის ქირას არ გადაიხდიდა, შემე­ძლო გამეშვა, მაგრამ არ წავიდა. თავიდან­ იხდიდა ქირას, მერე შეწყვიტა. მივხვდი, გადამხდელი არ იყო და ვცდილობდი, გამეშვა.

ვეხვეწებოდი, ოღონდ წადით და რაც ვალი გაქვთ, არ მინდა-მეთქი, მაგრამ­ ვერ შევძელი, გამეშვა. 20.000 დოლარის დავალიანება დაუგროვდათ.
ადამიანის დაჭერა როგორ უნდა გაგიხარდეს, მაგრამ მერე ის კაცი დაიჭირეს­ - მევალეები მიადგნენ ოფისში და თანამშრომლებიც იძულებული გახდნენ, იქიდან­ წასულიყვნენ. ასე გავათავისუფლე ფართობი­I. ალბათ, მკითხავთ, სასამართლოს რატომ არ მივმართე. რომ მიმემართა, დააკმაყოფ­ილებდნენ ჩემს მოთხოვნას, მაგრამ როდის, ეს არის საკითხავი. თან სასამართლ­ოში ბაჟიც უნდა გადამეხადა და კიდევ 600 დოლარზე მეტი დამეკარგა. აღმოჩნდა,­ რომ ის ნივთებიც კი, რაც ოფისში ჰქონდათ, 3-4 ჯერ იყო დაყადაღებული. მერამდენე მევალე ვიქნებოდი, ვინ იცის და შემრჩებოდა ხელში მხოლოდ ფურცელი, სადაც ეწერებოდა, რომ თანხა მეკუთვნის.

გამოსახლება თუ გინდა ბინიდან, უნდა გადაიხადო 120 ლარი ბაჟი, მაგრამ თუ ითხოვ მიუღებელი თანხის ამოღებას, მაშინ რა თანხასაც ითხოვ, იმის 3% უნდა გადაუხადო სახელმწიფოს, რომელიც მე არ მიცავს!

"ხელშეკრულება არის საფუძველი იმისთვის, რომ სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს, სხვა ძალა მას არა აქვს"


ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ადვოკატ ციცინო ცხვედიანს: - ბევრი ადამიანია დაზარალებული. კანონში წერია, რომ საქმე ერთ თვეში უნდა განიხილონ, მაგრამ საქმეთა სიმრავ­ლის გამო ზოგჯერ წელიწადიც იწელება და ეს კანონმდებლობის ხარვეზია. სასამართლო დააკისრებს მდგმურს ქირის გადახდას, მაგრამ მთავარი აღსრულებაა.­ თუ არა აქვს თავის სახელზე რიცხული ქონება, ზარალს ვერ აინაზღაურებ. ფარატინა ფურცელზე დარჩება გადაწყვეტილება. ამიტომ უმჯობესია, განიხილონ შემჭიდროებულ ვადებში გამოსახლების­ საკითხი და გამოასახლონ. ფინანსურად უფრო მეტად მაინც არ დაზარალდება გამქირავებელი.

- ქალბატონმა სხვა პირთან გააფორმა­ ხელშეკრულება, მაგრამ სხვა ცხოვრობს ბინაში. არც ამ შემთხვევაში აქვს პოლიციას ჩარევის უფლება?

- ადრე ეს საკითხი მოგვარებული იყო. როცა შეიჭრებოდნენ სხვის ბინაში და არ იყო მის სახელზე ხელშეკრულება, სამი დღის ვადაში გამოჰქონდა პროკურორს დადგენილება. კარგა ხანია, ეს ჩან­აწერი აღარ არის კანონში. ახლა მხოლოდ სასამართლოში შეიძლება დავა.

- ანუ ხელშეკრულებაში გაწერილი ვალდებულებები არაფერს ნიშნავს?

- ხელშეკრულება არის საფუძველი იმისთვის, რომ სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს, სხვა ძალა მას არა აქვს. ამიტომ როცა სამართლებრივი ბერკეტი არ არის, დაზარალებულები სხვა გზას მიმართავენ.
როცა მდგმურთან გამოსასახლებლად მიდიხარ, ჯობია, დაისწრო ორი ნეიტრალური პირი და ყველაფერი­ გადაიღო კამერით. მერე უნდა აღწერო მისი ყველა ნივთი, მოათავსო ყუთში, შეადგინო ნივთების ნუსხა, მოწმეებს მოაწერინო ხელი და შეუცვალო ბინას საკეტი. მხოლოდ ასე თუ დაიბრუნებ შენს ბინას.
აუცილებელია კანონში ცვლილება. ორი კვირაც არ უნდა დასჭირდეს განხილვას, რომ მხარე დაცული იყოს. მდგმურები, ძირითადად, გაწყობილ ბინაში შედიან. ჩემოდნით რომ შემოვა და იმ ჩემოდნით გავა, რას დაუყადაღებ?

დროის გაწელვით გამოდის, რომ გადაუხდელ ქირას კიდევ ემატება ზარალი. ბევრმა შეიძლება კომუნალური დავალიანებაც დაგიტოვოს. ხელშეკრულება არაფერს ცვლის, იქ ყველაფერი შეგიძლია ჩაწერო, მაგრამ რამდენიც გინდა, აფრიალე...

თეა ხურცილავა

ასმათ გულედანი
11 ივლისი 2017 15:08
ფრო დაუცველი და უფრო მძიმე მდგომარეობა მონათმფლობელურ ქვეყანაში, ძველი წელთა აღრიცხვის ქვეყნებში თუ მეგულება.
გაასახლეთ და ჯარიმაც გადაახდევინეთ თავისი მაღალი პროცენტით.
ქვეყანა, არა ბარდაკი ნამდვილი...
ანდრო
26 ივნისი 2017 11:42
ანალოგიური სიტუაციაა ჩემ შემთხვევაშიც, ოღონდ მილიარდერ ჩინურ კომპანიასთან მაქვს უთანხმოება.
ინგა
26 ივნისი 2017 10:14
სრულიდ ვეთანხმები ქალბათონს,კანონი არ არსებობს და ხშირ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები მეტად არიან დაცული ვიდრე საქართველოს მოქალაქეები.იქნებ იზრუნოთ ბატონებო თქვენს მოოქალაქეებზე.

რედაქტორის რჩევით