"რაჟდენ შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის"- რატომ დამალეს სპეცოპერაციის პოლიტიკური ნაწილი აშშ-ის სპეცსამსახურებმა?!
"რაჟდენ შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის"- რატომ დამალეს სპეცოპერაციის პოლიტიკური ნაწილი აშშ-ის სპეცსამსახურებმა?!
"არ დაიჯეროთ, რომ ეს სპეცოპერაცია თაღლითობა-რეკეტს, ნარკოტიკებსა და სხვა დანაშაულების გამოვლენას უკავშირდება. უბრალოდ, არ მოინდომეს, ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვა მისცემოდა"

გასულ კვირას, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნიუ-იორკში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანა დანაშაულებრივი ჯგუფის 33 წევრი, რომელთა შორის 15 ქართველია.

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატში მოქმედ ქართულ დაჯგუფებას ბრალი ედება რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში. კერძოდ, მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანონოდ ტარებაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ქურდობაში, საბუთებისა და საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და სამორინეებში სათამაშო აპარატების
ჰაკერულ მანიპულირებაში. მომხდარზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი "კვირისპალიტრა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

"დაკავებულთა შორის იყო ბრუკლინელი ანა (ნაზო) გაფრინდაშვილი (კრიმინალურ ავტორიტეტ რაჟდენ შულაიას მეგობარი), რომელსაც სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უნდა ეცდუნებინა, შემდეგ კი მოეწამლა ერთი პირი. ამჟამად ანა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია.

ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის აღმოჩნდა ორი
ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ (ჩაქუჩა) ხურციძე და ლევან მაყაშვილი.
9 ივნისს ნიუ-იორკში გამართული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან მაყაშვილს გაათავისუფლებენ, ავთანდილ ხურციძე კი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დარჩება - მოტივად პროკურორმა ის გარემოება დაასახელა, რომ ხურციძეს ამერიკაში ოჯახი არ ჰყავს, უძრავი ქონება არ გააჩნია და შესაძლებელია, ქვეყანა დატოვოს. სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში გადახედავენ.
37 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სამი წელია ბრუკლინში ცხოვრობს, მსოფლიო ჩემპიონია და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კრიმინალურ ავტორიტეტ აკაკი უბილავას მეგობარია.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოქმში ხურციძის მეტსახელად "კიკბოქსიორია"მითითებული. მას ბრალი 2 მუხლით წაუყენეს - რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობასა და თაღლითობაში. ორივე მუხლი თავისუფლების 20-20 წლით აღკვეთას ითვალისწინებს...

"შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის"


ჩვენ ინტერვიუზე დავითანხმეთ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან დაახლოებული პირი, რომელიც მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მნიშვნელოვან დეტალებს გვიმხელს.

თამაზი (პირობითი სახელია):
-"რაჟდენ შულაიას დაჯგუფება პუტინის გარემოცვას ეკუთვნის. შულაიას ნიუ-იორკში სამი კონსპირაციული ბინა აქვს. მის დაჯგუფებას ევალებოდა დაკვეთილი მკვლელობის შესრულება, სამიზნე კი იყო ამერიკის საგარეო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში ინფორმაციის მოძიების საკითხებს კურირებს. როგორც ჩანს, მას მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა მოპოვებული. ამ მაღალჩინოსანს ნიუ-იორკში ჰყავს ოჯახი და იქ უნდა მისულიყო, ბანდის წევრები კი ჩასაფრებული იყვნენ. ვიცი, რომ ჯგუფი, რომელიც აიყვანეს, კონკრეტულ დავალებაზე იყო წასული და მას შემდეგ, რაც ოპერაცია წარმატებით დასრულდებოდა, ავტორიტეტები შაქრო კალაშოვის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასე იყვნენ გარიგებული დამკვეთებთან. მკვლელობა ვინ დაუკვეთა, ვერ ვიტყვი, სხვა არაფერი ვიცი.
არ დაიჯეროთ, რომ ეს სპეცოპერაცია თაღლითობა-რეკეტს, ნარკოტიკებსა და სხვა დანაშაულების გამოვლენას უკავშირდება. უბრალოდ, არ მოინდომეს, ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვა მისცემოდა".

იხილეთ სტატია გაზეთ "კვირის პალიტრაში"ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სრულად.

იხილეთ ასევე: ვინ არის აშშ-ში დაკავებული "კანონიერი ქურდი" რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა

მი ბემოლი
14 ივნისი 2017 02:36
არ გინდათ ეხლა! კგბ-ს მეთოდებით რომ მოქმედებს ჯერ კიდევ პუტინი, ეჭვი ვინმეს ეპარება? და ვინ დაუშლის ბინძური დავალებების შესრულების ბინძური ბანდებისთვის დავალებას? აბა მაშ ამისთანა საქმეებს 'დიპლომატი' ჯაშუშები ხო არ შეასრულებენ?
მარი
13 ივნისი 2017 14:51
ამ ორ სურათში ორივე პუტინია: ნიღბით და უნიღბოთ.რას წერთ აზრზე თუ ხართ საერთოდ. რას ნიშნავს ვიღაც თამაზა--პუტინის გარემოცვიდან? მეგობარია? თანამშრომელია თუ ნათესავია? კარგით რააა.
13 ივნისი 2017 14:34
თუ ეს ხალხი დამნაშავეა ძალიან კარგია რომ იქ მიაბრძანეს სადაც არიან კრიმინალს და დანაშაულს არც ეროვნება აქვს და არც წარმატებული სპორცმენობა უნდა იყოს სასჯელისაგან თავის არიდების საფუძველი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები