"შეიძ­ლ­ება­ იცნო დამნაშავე და ამიტომაც მოკ­ლეს"
19-06-2017
"შეიძ­ლ­ება­ იცნო დამნაშავე და ამიტომაც მოკ­ლეს"
მეზობლები დედა-შვილის მკვლელობაში ყაჩაღობას გამორიცხავენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში შემზარ­ავი­ მკვლელობა მოხდა - სადისტურად­ დახ­ოცეს დედა-შვილი. ორდღიანი­ გაუჩინარ­ების შემდეგ, 65 წლის მანანა­ ჯალაბაძისა და მისი ქალიშვილის, 31 წლის მერი ჯაფიაშვილის ცხედ­რები მეზობლებმა საკუთარ სახლში იპოვეს.

ბოლოს მერი ჯაფიაშვილი 11 ივნისს კარის მეზობელმა საღამოს 10 საათზე ნახა. სავარაუდოდ, მკვლელობაც იმ ღამით მოხდა.

"12 ივნისს ძებნა­ არ დამიწყია, რადგან­ ვიცოდი, დაბადების დღეზე­ მიდიოდნენ, მაგრამ მომდევნო დღესაც რომ არ გამო­ჩნდნენ, მეზობლებმა მოვიკით­ხეთ. თანაც
სახლის კარი ღია იყო და შუქიც­ ენთო. ეზოში შევედით და დავუძახეთ, პასუხი რომ არავინ გაგვცა, მეზობელი სახლში შევიდა და ყვირილით გამოვარდა... გასროლა არ გამიგონია, ზოგიერთი­ ამბობს, გავიგონეთო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ - საზღვრისპირა სოფელია, 9 კილომეტრში ოსეთის საზღვარია და სროლის ხმა ხშირად ისმის. არც მათი
ძაღლის ყეფა გაგვიგონია, თორემ ამას მაინც მივაქცევდით ყურადღებას", - ამბობს ჯაფიაშვილების მეზობელი.

მეზობელი, რომელმაც დედა-შვილის­ ცხედრები პირველმა ნახა, ამბობს,­ რომ მერის სასიკვდილო ჭრილობა კისე­რში­­ ჰქონდა მიყენებული. ოთახში კი ტელ­ევ­იზორი იყო ჩართული.
მეზობლები ყაჩაღობას გამორიცხა­ვენ - დედა-შვილს ფული არ ჰქონდა და სახლიც არეული არ ყოფილაო, ამბობენ. მათ არც სექსუალური ძალადობის კვალი ეტყობოდათ.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან სამხილები ამოიღეს, ნაპოვნია გასროლილი ტყვიის მასრები.

მარინა ჯაფიაშვილი, ნათესავი: -
მერი ჩემი ძმისშვილია, მანანა - რძალი. ცუდი არავისთვის გაუკეთებიათ. ჩემი ძმა 90-იან წლებში სავაჭროდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ დღემდე არაფერი ვიცით. მანანამ სამი ქალიშვილი მარტომ გაზარდა,­ ორი თბილისშია, მერი კი დედასთან ცხოვრობდა. ახლახან ქალიშვილი გაათხოვა, ახალდაქორწინებულები ანტალიაში ისვენებდნენ და იქ შეიტყვეს ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ.

მანანა საშინლად ნაწამებია. სახე ჩალ­­უ­რჯებული აქვს. ხატების კუთხესთან ლოც­ვების­ წიგნი იყო გადაშლილი, ეტყობა, მერი ფსალმუნს კითხულობდა და ამ დროს მოესმა­ ქვედა სართულიდან დედის ხმა. ჩავ­იდა და მერე რა მოხდა, არავინ იცის. მანანა ისეთი მებრძოლი ქალი იყო, თავს არავის დააჩაგვრინებდა. შეიძ­ლ­ება­ იცნო დამნაშავე და ამიტომაც მოკ­ლეს. ალბათ, იატაკზე ათრიეს, მაისური­ სულ დასვრილი ჰქონდა... ჩანს, დედის­ საშველად ჩასულ მერის გაზქურაზე­ მიახეთქებინეს­ თავი. სადისტმა ალბათ, გულმკერდზეც დააბიჯა ფეხი, კვალი ეტყობა გოგოს სხეულზე. თმაც დაგლეჯილი აქვს.

- ითქვა, შესაძლოა, კონფლიქტური ზონიდან გადმოვიდნენ მათ დასაყაჩაღებლადო.

- მე დვანში ვცხოვრობ და ჩემი სოფელი უფრო ახლოს არის საზღვართან. ტახტისძირში ვინ ჩამოვიდოდა, ჩვენი პოლიცია ყველგან დგას, ოსი რომ გადმოსულიყო, გამორიცხულია. ეტყობა, მკვლელები ღობიდან გადმოვიდნენ. ეზოში ქვიშა ეყარა, ერთი შიგ ჩამხტარა - ფეხის ანაბეჭდი ნათლად ჩანდა.

თეა ხურცილავა
ლალი
28 ივნისი 2017 10:22
ნორმალურები ხართ? რა დროს ნაცები და ქოცებია, ქვეყანა თავზე გვექცევა!!!
ninj
27 ივნისი 2017 15:38
აი რას წერს გლახუნა,ნაციონალების გაკეტებულია ეს ყველაფერი,ნაცების მოდზულენ ხარტო, ნაცები მიიგებენ საკადრისსუფლისგან
Sisulelea RUS jariskacebze varaudis gamo ma!
27 ივნისი 2017 04:25
Sisulelea rus jariskacebze varaudis gamotqma!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები