"მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო", - რას ყვება გატაცებული ბიზნესმენი?! - კვირის პალიტრა

"მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო", - რას ყვება გატაცებული ბიზნესმენი?!

ბიზნესმენის გატაცების საქმის ოთხ ფიგურანტს - ნიკოლოზ ბახტაძეს, ლევან ჩქარეულს, ნიკიფორე კუტალაძესა და დავით ბერეჟიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით. როგორც სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გია ჯიბლაძე ამბობს, 26 მაისის საღამოს 9 საათზე ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, ლევან ჩქარეული, "სვეტის" პარტნიორი კომპანია "მშენებელი 3"-ის დირექტორია.

გია ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულების დაკავებიდან რამდენიმე დღეში ბიზნესმენის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. კერძოდ, გასული წლის 21 მაისს კომპანია "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელი ნიკოლოზ შავიშვილი გაიტაცეს. ახლო წარსულში შავიშვილიც ზურაბ წერეთლის ბიზნესპარტნიორი ყოფილა და მასთან ერთად ბაკურიანში დეველოპერულ პროექტს ახორციელებდა. შავიშვილი ახლა ხელახლა დაჰკითხეს და არსებული ინფორმაციით, ჯიბლაძის საქმეზე დაკავებული ოთხეულიდან დაასახელა ორი პირი, რომლებიც მის გამტაცებელთა შორის იყვნენ.

გია ჯიბლაძე, კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი:

- 26 მაისს სამსახურიდან დაბრუნებულს ყიფშიძის ქუჩაზე, ჩემი სახლის სადარბაზოსთან, ვერცხლისფერი მიკროავტობუსი დამხვდა. მოულოდნელად კარი გაიღო, რამდენიმე პირი გადმოხტა, ტომარა ჩამომაცვეს თავზე და წამიყვანეს, როგორც აღმოჩნდა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში. ტომარა რომ მომხსნეს, ჩემ წინ იდგა ის ოთხეული, რომელიც დღეს დაკავებულია. სანამ ადგილამდე არ მივედით, არაფერს მეუბნებოდნენ, ხელებიც შებოჭილი მქონდა, იარაღს მიმიზნებდნენ და მემუქრებოდნენ, როგორც კი ხმას ამოიღებ, გესვრითო.

- ადვოკატის თქმით, გზაში მეუღლეს ელაპარაკეთ, დამშვიდობებისას კი, როგორც ვიდეოფირზე ჩანს, თქვენ და გამტაცებლები პირზე კოცნით დაშორდით ერთმანეთს.

- მანქანაში არა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, პარკირების ადგილზე მეუღლემ დამირეკა და მშვიდად ვესაუბრე იმიტომ, რომ მომკლავდა ის ოთხი ბანდიტი.

- რას მოითხოვდნენ?

- საბურთალოზე, ნუცუბიძის 125 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსში 200 კვმ საცხოვრებელი ფართობის გადაფორმებასა და 150.000 დოლარს მთხოვდნენ. დავთანხმდი თუ არა, თვითონვე მომაბრუნეს უკან - ისევ ჩამომაცვეს ტომარა, ჩამსვეს მანქანაში და ჩემს სახლთან დამტოვეს. ამასობაში იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც კი ჩამომსვეს, მაშინვე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს დავუკავშირდი, ექსპერტიზის ბიუროშიც მივედი, სადაც ექსპერტიზა ჩამიტარდა, დაფიქსირებულია ყველა სისხლჩაქცევა, რაც კი მქონდა სახესა და ხელებზე.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად