"ინდოელებს ვალი ჰქონდათ, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი... ხუთივეს მაგრად ვცემე, ჩემი ფული ავიღე და წამოვედი"
"ინდოელებს ვალი ჰქონდათ, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი... ხუთივეს მაგრად ვცემე, ჩემი ფული ავიღე და წამოვედი"
კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონმა თეა სირაძემ გისოსებს მიღმა 7 წელზე მეტი გაატარა უმძიმესი ბრალდებებით: ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით 31 წლის ქალს 28 წელი მიუსაჯეს. შინ 4 შვილი დატოვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით სასჯელი 13 წლამდე შეუმცირეს, მას მერე შეწყალების კომისიას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ..

6 ივლისს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდადებული შეიწყალა, 120-მა იმავე დღეს დატოვა ციხე, მათ შორის იყო თეა სირაძეც.

-
You must have Flash Player installed in order to see this player.
თეა, თქვენ საკმაოდ მძიმე მუხლები გქონდათ წარდგენილი, ამბობდით, რომ ადამიანიც გაგიტაცებიათ, თქვენს საქმეში კი აღიარებითი ჩვენება დევს.

- ნაწილობრივ ვაღიარე, რადგან სხვა გზა არ იყო. სინამდვილეში, იმ დღეს ხუთ ინდოელ მამაკაცს მაგრად ვცემე. მართალია, ბრალში ნათქვამია, თითქოს ისინი ფულის გამოძალვის მიზნით გავიტაცე, მაგრამ ასე არ იყო. ინდოელებს ვალი ჰქონდათ 4. 500 დოლარი, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. ეს ფული მეგობარ გოგონას მე ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები...

შევთანხმდით, რომ ინდოელები 10 დღეში დააბრუნებდნენ ფულს. იმ დღეს დიღომში, რესტორანში ვიყავი,
ვქეიფობდით. სუფრიდან ავდექი და ვარკეთილში წავედი ფულის ასაღებად. სახლში ხუთი ინდოელი დამხვდა. აგრესიულად შემხვდნენ, იგინებოდნენ. ცოტა ხანში ძალადობაზე გადმოვიდნენ... შეურაცხყოფა არ ვაპატიე და ხუთივეს მაგრად ვცემე. ზოგს ნეკნის ძვალი ჰქონდა
გატეხილი, ზოგს ხელი მომტვრეული. მერე ჩემი ფული ავიღე და წამოვედი. თურმე ერთ-ერთს მობილურით გადაუღია მანქანის ნომერი...

არასოდეს მითქვამს, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ არაადეკვატური სასჯელი მომისაჯეს, პოლიციამ რომ დამაკავა, თან მქონდა ის 4.500 დოლარი და გამოძალულ თანხად ჩამითვალეს. ამიტომ მიწერია განაჩენში თანხის გამოძალვა, ცემა კი ხულიგნობად შეფასდა.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.


amirani
14 ივლისი 2017 15:37
გაგიმარჯოს ღმერთმა, ჩვენი სახელმწიფო ვერ ახერხებს თავისივე მოქალაქის დაცვას, აბა სხვა ევროპულ ქვეყანაში როგორ იქნებოდა? ქართველებს ქართველებივე არ გვახარებენ საკუთარ ქვეყანაში.
nino
14 ივლისი 2017 14:55
დზალიან კარგი გიკნია რომ ცემე მაგრამ რა უსამარტლობაა ქარტველ კალს 4 სჰვილიან დედას ციხესჰი რომ სვამ იმიტომ რომ ტავის ფულს იტხოვდა იმ ინდუსებს რომ ეცემ აკეტ პირიკიტ დარწმუნებული ვარ უბრალოდ ჯარიმას გადაახდევინებდნენ და გაუშვებდნენ ეს ვარტ კარტველები ცჰვენებს არ ვიცავტ ვიგაც სუნიანების და მატხოვრების გულისტვის კართველ დედას მიუსაჯეს ამდენი
eto
11 ივლისი 2017 14:21
გენაცვალე მაგ ხელებში საცემი ყოფილან და იცემენ სასჯელი საერთოდ არ უნდა მიეცათ მოწმეები ხომ გყავდა რომ ვალი ქონდა თუმცა განუკითხაობა იყო ტყილად იჭერდნენ ხალხს და ეხლა ბევრს ლაპარაკობენ ის ხალხი
კასანდრა
11 ივლისი 2017 10:31
კიდევ ბევრია საცემი... აფერისტები არიან ბევრი მათ შორის ვითომ ბიზნესის მკეთებელნი
რუბრიკის სხვა სიახლეები
25-09-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რის სიმცირეს განიცდის თბილისი დღეს?