"ინდოელებს ვალი ჰქონდათ, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი... ხუთივეს მაგრად ვცემე, ჩემი ფული ავიღე და წამოვედი" - კვირის პალიტრა

"ინდოელებს ვალი ჰქონდათ, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი... ხუთივეს მაგრად ვცემე, ჩემი ფული ავიღე და წამოვედი"

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონმა თეა სირაძემ გისოსებს მიღმა 7 წელზე მეტი გაატარა უმძიმესი ბრალდებებით: ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა. სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით 31 წლის ქალს 28 წელი მიუსაჯეს. შინ 4 შვილი დატოვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამნისტიით სასჯელი 13 წლამდე შეუმცირეს, მას მერე შეწყალების კომისიას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ..

6 ივლისს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდადებული შეიწყალა, 120-მა იმავე დღეს დატოვა ციხე, მათ შორის იყო თეა სირაძეც.

- თეა, თქვენ საკმაოდ მძიმე მუხლები გქონდათ წარდგენილი, ამბობდით, რომ ადამიანიც გაგიტაცებიათ, თქვენს საქმეში კი აღიარებითი ჩვენება დევს.

- ნაწილობრივ ვაღიარე, რადგან სხვა გზა არ იყო. სინამდვილეში, იმ დღეს ხუთ ინდოელ მამაკაცს მაგრად ვცემე. მართალია, ბრალში ნათქვამია, თითქოს ისინი ფულის გამოძალვის მიზნით გავიტაცე, მაგრამ ასე არ იყო. ინდოელებს ვალი ჰქონდათ 4. 500 დოლარი, მე მათ ფულის უკან დაბრუნებას ვთხოვდი. ეს ფული მეგობარ გოგონას მე ვასესხე, სწორედ მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ინდოელები...

შევთანხმდით, რომ ინდოელები 10 დღეში დააბრუნებდნენ ფულს. იმ დღეს დიღომში, რესტორანში ვიყავი, ვქეიფობდით. სუფრიდან ავდექი და ვარკეთილში წავედი ფულის ასაღებად. სახლში ხუთი ინდოელი დამხვდა. აგრესიულად შემხვდნენ, იგინებოდნენ. ცოტა ხანში ძალადობაზე გადმოვიდნენ... შეურაცხყოფა არ ვაპატიე და ხუთივეს მაგრად ვცემე. ზოგს ნეკნის ძვალი ჰქონდა გატეხილი, ზოგს ხელი მომტვრეული. მერე ჩემი ფული ავიღე და წამოვედი. თურმე ერთ-ერთს მობილურით გადაუღია მანქანის ნომერი...

არასოდეს მითქვამს, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ არაადეკვატური სასჯელი მომისაჯეს, პოლიციამ რომ დამაკავა, თან მქონდა ის 4.500 დოლარი და გამოძალულ თანხად ჩამითვალეს. ამიტომ მიწერია განაჩენში თანხის გამოძალვა, ცემა კი ხულიგნობად შეფასდა.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად.