პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული, პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა კაჭარავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 15 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის მტკიცებით, ნარკოტიკი მას პოლიციამ ჩაუდო და დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

"ინტერპრესნიუსი"