"გოგონა ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ" - უზნაძეზე მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"გოგონა ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ამ დრომდე ვერ პოულობენ" - უზნაძეზე მომხდარი მკვლელობის დეტალები

რამდენიმე საათის წინ, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაახლოებით 20 წლამდე გოგოს ყელი აქვს გამოჭრილი.

უზნაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების ინფორმაციით, მოკლული გოგონა დეიდის სახლში, ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა, ბიძაშვილს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მეზობლის ინფორმაციით, ბიჭი დაკარგულია და მას ვერ უკავშირდებიან. მეზობლების განმარტებით, გარდაცვლილი გოგონა ბიძაშვილის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც თავად ამ ბიჭს ეძებნდნენ.

მეზობლებისვე ინფორმაციით, დეიდა, რომლის სახლშიც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ფოთში იმყოფება და ახალგაზრდების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დეიდა მათ ვერ დაუკავშირდა.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და მათ ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"