19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება - კვირის პალიტრა

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება

"აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე"

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ ოლგა გეჯაძემ განაცხადა.

"აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა შემოწმდეს, რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუმცა მე ვაკონტროლებ ყველაფერს და თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ჰქონდა რობერტ ახალაიას წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, ადვოკატის თქმით, ახლობლები ამაზე არ საუბრობენ.

"არავინ არაფერს საუბრობს. ყველა გაკვირვებულია. მაგალითად, მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.

რობერტ ახალაია 19 წლის გოგონას ძალადობრივი გზით მკვლელობაშია ბრალდებული. მოკლული მისი მამიდაშვილი იყო.

იხილეთ ასევე: "ერთ-ერთი მეგობარი ღია ფანჯარაში გადახტა და სწორედ ამ დროს ნახა მოკლული გოგონა, ბიჭის ღრიალმა გამოიყვანა ხალხი გარეთ"