"ქართველთა მარშის" სკანდალური გაგრძელება - გია კორკოტაშვილი მუქარის გამო დაკითხეს - კვირის პალიტრა

"ქართველთა მარშის" სკანდალური გაგრძელება - გია კორკოტაშვილი მუქარის გამო დაკითხეს

“ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზარტორმა გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა.

კორკოტაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ის კომენტარს ამ დროისთვის ვერ გააკეთებს.

გია კორკოტაშვილი დაკითხვაზე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის, თათია დოლიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე იყო დაბარებული. ის საგამოძიებო უწყებაში 2 საათზე მეტხანს იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაწყებული გამოძიების საკითხზე კომენტირი გააკეთა.

კითხვაზე, რამდენად იკვეთება ე.წ. ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გია კორკოტაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის ვერ შეაფასებს, არის თუ არა ვინმეს ქმედებაში დანაშაულის ნიშნები.

"მთავარია ის, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა და პოლიცია მოწოდებულია იმისთვის, რომ თავისუფლება უზრუნველყოს. ვინც დასაკითხია, ყველა დაიკითხება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება", - განაცხადა ხუციშვილმა.

იხილეთ ასევე: "წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის და საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე"

"ინტერპრესნიუსი"