ოზურგეთში სიძე-ცოლის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს - კვირის პალიტრა

ოზურგეთში სიძე-ცოლის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლის ძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მანქანაში ჩაცხრილეს. დაუზუსტებელი ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"