სასამართლომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო - კვირის პალიტრა

სასამართლომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მოსამართლემ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებები და დაადგინა, რომ დევნოზაშვილი ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლას ახორციელებდა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამასთან, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეც და სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"