"დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა" - ოზურგეთში მოკლულთაგან ერთ-ერთი მეუფე იოსების მძღოლი იყო - კვირის პალიტრა

"დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა" - ოზურგეთში მოკლულთაგან ერთ-ერთი მეუფე იოსების მძღოლი იყო

მეგობრების ინფორმაციით, ოზურგეთში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო

დღეს ქალაქ ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიძე-ცოლის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს. ოზურგეთში მოკლული ორი მამაკაციდან ერთ-ერთი, დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო, - ამის შესახებ დაღუპულის მეგობრებმა განაცხადეს.

“დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა“, - აღნიშნა დიმა ომელჩენკოს ერთ-ერთმა მეგობარმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"