"დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა" - ოზურგეთში მოკლულთაგან ერთ-ერთი მეუფე იოსების მძღოლი იყო
მეგობრების ინფორმაციით, ოზურგეთში მოკლული ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო
დღეს ქალაქ ოზურგეთში ორი მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიძე-ცოლის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს. ოზურგეთში მოკლული ორი მამაკაციდან ერთ-ერთი, დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო, - ამის შესახებ დაღუპულის მეგობრებმა განაცხადეს.
“დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა“, - აღნიშნა დიმა ომელჩენკოს ერთ-ერთმა მეგობარმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"