უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის გადაცემის ბრალდებით საკრებულოს წევრი დააკავეს - კვირის პალიტრა

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის გადაცემის ბრალდებით საკრებულოს წევრი დააკავეს

თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაზა ზაზაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას ქრთამის აღება ედება ბრალად. სავარაუდოდ, საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიწის გარკვეული ფართობის კანონსაწინააღმდეგო წესით გადაცემაზე.

როგორც თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა საუბარში განაცხადა, ზაზა ზაზაშვილი საკრებულოს რიგითი წევრია და მას არ ქონდა უფლებამოსილება რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების, თუმცა ის რამდენიმე თვის წინ ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს მიწის გასხვისების შესახებ. ამ დროისთვის აღნიშნული კომისია აღარ არსებობს და ფუნქცია თელავის თემის გამგეობას აკისრია.

"ინტერპრესნიუსი"