ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მძღოლები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ - კვირის პალიტრა

ოთხი კატეგორიის სამართალდარღვევა, რომლისთვისაც მძღოლები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ

მართვის მოწმებებზე ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, ერთ კვირაში ყველაზე მეტი ჯარიმა 4 კატეგორიის სამართალდარღვევაზე დაიწერა. როგორც შსს-დან გვაცნობეს, პირველი ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით, მძღოლები ყველაზე ხშირად, მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველიდან 7 ივლისის ჩათვლით ყველაზე მეტი ჯარიმა, კერძოდ 2436, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაიწერა. აღნიშნული დარღვევის გამო კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა ჩამოაკლდებათ.

შსს-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთი კვირით ადრე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც შეადარეს, რომლის მიხედვითაც 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 2780 სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა.

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - ოთხი კატეგორია რომლისთვისაც მძღოლები ყველაზე ხშირად დაჯარიმდნენ.

"ინტერპრესნიუსი"