"გურამის მოკვლას ციხეშიც ლამო­ბდნენ"
28-07-2017
"გურამის მოკვლას ციხეშიც ლამო­ბდნენ"
"გურამი შარიანი ბიჭი იყო... როდესაც ციხიდან გამოვიდა, მისი მეგობარი ჩაცხრილეს. ამით გააფრთხილეს, შემდეგი შენ იქნებიო"

"დიმა საერთოდ რა შუაში იყო? ის ფოცხიშვილს ზედ მიაყ­ოლეს. სავარაუდოდ, მან ამოიცნო მკვლელები და მოწმე მოიშორეს"


20 ივლისს, დღის 2 საათზე, ოზურგეთის ცენტრში ორი მამაკაცი - გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი, დიმიტრი ომელჩენკო ავტომანქანაში ჩაცხრილეს. გამოძიება განზრახ­ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

43 წლის გურამ ფოცხიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილი და კრიმინალური
ავტორიტეტის შვილია. მისი სიძე, დიმიტრი ომელჩენკო, მეტსახელად "გაზაფხულა", შემოქმედელი­ მიტროპოლიტის, მეუფე იოსების გაზრდილი იყო. წლების განმავლობაში სტიქაროსნად მსახურობდა. რაიონში უწესიერეს ადამიანად ახასიათებენ და ამბობენ,­ რომ კრიმინალურ სამყაროსთან­ არაფერი აკავშირებდა. დარწმუნებული არიან, რომ ის შემთხვევითი მსხვერპლია და როგორც მოწმე, თავიდან მოიშორეს.

მკვლელობამდე რამდენიმე­ წუთით­ ადრე მეზობლებმა
ფოცხ­ი­­შვილის მანქანა შენიშნეს, სავარაუდოდ, ვიღაცას ელოდა... როგორც ამბობენ, სროლა ნახევარ წუთს გაგრძელდა, თუმცა, თავდამსხმელები არ დაუნახავთ. ერთი ვერსიით, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. შავი "ჰონდა", რომლითაც თავდამსხმელები მოვიდნენ, ორი საათის შემდეგ სოფელ მელიქედ­ურში დამწვარი იპოვეს, ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. ფოცხიშვილი 2006 წელს იარაღ­ის­ უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისთვის შეიარაღებ­ული წინააღმდეგობის გაწევის­ ბრალდებით გაასამართლეს და 25 წელი მიუსაჯეს, თუმცა,­ 2013 წელს, ხელისუფლების ცვლილების­ შემდეგ, ამნისტიით გათავისუფლდა.

მკვლელობის ვერსიებსა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის სისხლიან დაპირისპირებაზე გვი­ამბო ერთმა ოზურგეთელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
- გურამის ბაბუა, მისი მოსახელე, "კანონიერი ქურდი" იყო, მამაც - დავითი კრიმინალური­ ავტორიტეტია. ისიც მამა-ბაბუის­ კვალს გაჰყვა, თუმცა, "კანონიერი­ ქურდი" ვერ გახდა. გურამს თბილისში რაღაც ბიზნესი ჰქონდა.­ ცოტა შარიანი ბიჭი იყო, სიმ­თვრალეში მუდმივად უსიამოვ­ნებაში ეხვეოდა. თავის დროზე მამამისს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ოზურგეთელ აწ გარდაცვლილ "კანონიერ ქურდთან", რომელიც მოსკოვში იყო გადახვეწილი. წლების წინ მათ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა, რაც იმით დასრულდა, რომ გურამის მამამ, დავით ფოცხიშვილმა, ის "კანონიერი ქურდი" დაჭრა. რამდენიმე წლის წინ სოფელ დვაბზუში სახლიც დაუცხრილეს. ცხადია, მეორე მხარე დღეს თუ ხვალ შურს იძიებდა. გურამის მოკვლას ადრე ციხეშიც ლამო­ბდნენ, შესაძლოა, მას სულ სხვა ჯგუფიც გაუსწორდა, ბევრთან ჰქონდა კონფლიქტი. როდესაც ციხიდან გამოვიდა, მისი მეგობარი ჩაცხრილეს. ამით ფოცხიშვილი გააფრთხილეს, რომ შემდეგი ის იქნებოდა. წლების მანძილზე ოზურგეთში კლანური დაპირისპირება იყო, ბევრი მკვლელ­ობა მოხდა, რომლებიც არ გახსნილა.
დიმა საერთოდ რა შუაში იყო? ის ფოცხიშვილს ზედ მიაყ­ოლეს. სავარაუდოდ, მან ამოიცნო მკვლელები და მოწმე მოიშორეს.

ხათუნა ცერცვაძე, შემოქმედის ეპარქიის თანამშრომელი:

- დიმა შემთხვევით ცუდ დროს და ცუდ ადგილას მოხვდა.­ ის უაღრესად წესიერი და მშრომელი ბიჭი იყო, ობლად დარჩენ­ილი 5-6 წლისა იპოვა მამა ვასილმა და მეუფემ გაზარდა რეზი­დენციაში. მერე ლოლიტა,­ გურამის და მოიყვანა ცოლად, ეპარქიამ ქორწილიც გადაუხადა.­ სამი წლის ბიჭი, დავითი დარჩა.­ შვილი მას დაჰყავდა საბავშვო ბაღში, კიდევ კარგი, იმ დღეს დათუნაც ავტომანქანაში არ იჯდა. ლოლიტა და დიმა საბ­ერძნეთში ორი წელი წვალობდნენ, ცოტაოდენი თანხა დააგროვეს და ოზურგეთში სახლი იყიდეს. არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა, ცოლ-შვილს პატიოსანი შრომით არჩენდა. თუ გაიგებდა, ვინმეს უჭირდა, მეუფეს სთხოვდა, იქნებ დაეხმაროთო­. ასეთი გაუხარელი ყოფილა ჩვენი გულიანი ბიჭი. მისი ხასიათიდან გამომდინარე, მეგობრებმა დიმას "გაზაფხულა" შეარქვეს. მართლა გაზაფხულივით ბიჭი იყო.

ნანა ფიცხელაური
dito
28 ივლისი 2017 15:14
დროზე უნდა მოეკლათ ეს არა კაცი ის ბიჭია ცოდო რა დააშავა გურამას კისერზე იყოს
goga
28 ივლისი 2017 15:14
დათო ფიცხიშვილმა კი არა გურამიმ დაჭრა ის ქურდი და იმ ქურმდა ხმა არ გასცეთო ყველას ესე უთხრა ...ამიტომ ქურდებს ნუ აბრალებთ ვინც ჩახედულია იცის ეს ყველაფერი ...ალბათ სხვასთან ქონდა კონფლიქტი
სიძეა ცოდო
28 ივლისი 2017 14:01
თორე კრიმინალებს ყველა ქვეყანაში კლავენ ან პოლიციელბი ან ისევ სხვა კრიმინალები ბუნების კანონია

რედაქტორის რჩევით