რატომ დაჭრეს სოფელ ვეჯინის გამგებელი?! - კვირის პალიტრა

რატომ დაჭრეს სოფელ ვეჯინის გამგებელი?!

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი დაჭრეს. კუკური ჯამატაშვილს სანიდირო თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. როგორც ცნობილია, შემთხვევა გამგებელსა და მოქალაქეს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. დაჭრილს მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის კი გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"