თუშეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

თუშეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სოფელ ბოჭორნაში ავტომანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"