ილიას ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო - კვირის პალიტრა

ილიას ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო

ყვარელში, ილიას ტბაზე 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. ”ინტერპრესნიუსის” რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი ტბაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, ტბაში საბანაოდ შესულმა კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

სამძებრო სამუშაოები 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთ- ერთი ვერსიით, მამაკაცს წყალში გული გაუჩერდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"