"აშკარაა, რომ ინტერპოლი თვალს ხუჭავს ძებნილების დაკავებაზე" - ქართველები, რომელთაც წითელი ცირკულარით ეძებენ
24-08-2017
"აშკარაა, რომ ინტერპოლი თვალს ხუჭავს ძებნილების დაკავებაზე" - ქართველები, რომელთაც წითელი ცირკულარით ეძებენ
"მაღალი ალბათობით, საქართველოდან დევნილ­ები იმყოფებიან სადაზვერვო ხასიათის გადაბირების პროცესში"

კრიმინალური პოლიციის საერთაშო­რისო ორგანიზაცია ინტერპოლი 1923 წელს დაარსდა და 120 ქვეყანაა გაწევრებული, მათ შორის, საქართველოც
. ხშირად წითე­ლი ცირკულარით ძებნილი პირების (განსაკუთრებით საქართველოდან გაქცეული ყოფილი სახელმწიფო მოხელეების) ადგილსამყოფელი ცნობილია, აქტიურობენ ტელეეთერში, სოციალურ ქსელში, თუმცა, საქართველოს მოთხოვნა არ სრულდება და მათ არ აკავებენ. ზოგიერთი ინტერპოლის პას­იურობას იმით ხსნის, რომ ქართული ბიურო მყარ მტკიცებულებებს ვერ გზავნის, ან იმ სახელმწიფოებს, რომელთა ტერიტორიაზეც დამნაშავე პირები აფარებენ
თავს, სხვა მიზნები და მოტივაცია აქვთ.

დავით კუხალაშვილი, ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დირექტორი, თადარიგის პოლკოვნიკი, ისტორიის დოქტორი:
- მაღალი ალბათობით, საქართველოდან დევნილ­ები, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები, იმყოფებიან სადაზვერვო ხასიათის გადაბირების პროცესში და ირიბად უკვე ჩაბმულიც არიან, არ გამოვრიცხავ - პირდაპირი ფორმითაც. ირიბი
ფორმა ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი პროპაგანდაა. პირდაპირი - მაგალითად, გადატრიალების ორგა­ნიზებაა და ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ძებნილი პირი ჩვენს ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზეც მოავლინონ.

არის კიდევ ერთი გარემოება - მოგ­ეხსენებათ, საქართველოდან გატანილია მაკომპრომეტირებელი მასალები, რომელსაც კუდ-ი აგროვებდა. იმ პირებს, რომლებიც სპეცსამსახურებში მსახურობდნენ, ჰქონდათ შესაძლებლობა, მასალები იმ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისთვის გადაეცათ, სადაც ბინა დაიდეს. ისინიც რისკის ქვეშ არიან, რადგან არსებობს მათი პირადი ცხოვ­რების მაკომპრომეტირებელი ფირები, და არ იციან, როდის წარუდგენენ სპეცსამსახ­ურები შანტაჟისთვის, ფსიქოლოგიური განწყობის შექ­მნისთვის, რათა საქართველოდან დევნილები საკუთარი ქვეყნის­ საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩააბან, ე. ი.­ გადაიბირონ.

- შესაძლებელია, რომ ინტერპოლი თვალს ხუჭავდეს მათ დაკავება-გადმოცემაზე?

- აშკარაა, რომ ინტერპოლი თვალს ხუჭავს ძებნილების დაკავებაზე - ეს პირები გამოდიან ტელევიზიებით, არიან სოციალურ ქსელებში და ა.შ.
ჩვენი ქვეყანა მაღალი ხარისხის სადაზვერვო შესწავლისა და ზემოქმედების არეალშია. საქართველოში არა მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს, ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული ინტერესი და ამოცანა.

ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროში მყარი­ მტკიცებულებების წარდგენას აქვს დიდი მნიშვნელობა. ისეც ხდება,­ რომ პირი იყო ძებნილთა სიაში და მერე ამოუღიათ. ვინ­აიდან ეს ინფორმაცია არ ქვეყნდება, უცნობია, რა დადგენილებისა და მტკიცებულებების გამო ამოიღეს სიიდან. ამასთან, ჩვენი ბიუროს მოთხოვნისა და დოკუმენტური გადაწყვეტის გარეშე ცენტრალური ბიურო მათ ძებნიდან ვერ მოხსნის. საინტერესო ისიც არის, ვინ არის მესამე ძალა (ინტერპოლის ცენტრალური და საქართველოს ბიუროს გარდა), რომელიც აბათილებს ინტერპოლით ძებნას, ვისი ინიციატივით და რატომ ამოიღეს სიიდან ესა თუ ის ძებნილი დამნაშავე. ეს მესამე ძალა შეიძლება იყოს ყველა ის სახელმწიფო, რომელთაც ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავთ.
წინა ხელისუფლების დროს ე. წ. კანონიერი ქურდები უცხო სახელმწიფოებში წავიდნენ. ამ სახელმწიფოებს აქვთ უფლება,­ შეზღუდონ კრიმინალური ავტორიტეტების­ შესვლა თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან­ ასეთი პირების შესვლა ხელს უწყობს კრიმინალური ვითარების დაძაბვას. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთებს უშვებ ტერიტორიაზე­ და აძლევ იქ მოქმედების საშუალებას, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, მათაც ანალოგიურად ამუშავებენ.

წმინდა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, "კანონიერი ქურდების" საქართველოში შემოსვლა სახიფათოა - ქვეყანაში აღდგება ქურდების ინსტიტუტი. იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ხელს აძლევს საქართველოში დესტაბილიზაცია, აუცილებელია აქტიური კრიმინალური ფონი.
დღეს მიდის შსს-სა და კონტრდაზვერვის სამსახურის მასშტაბური დისკრედიტაცია და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებმა მიზანს თუ მიაღწიეს, ეს უწყებები უძლურები იქნებიან კრიმინალთან ბრძოლაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაგზავნოს საპროტესტო ნოტა ან აწარმოოს აქტიური პროპაგანდა, რომ ინტერპოლით­ ძებნილ პირზე ის სახელმწიფო არ რეაგირებს, სადაც დამნაშავე აფარებს თავს. არსებობს მიმართვის­ ორი ფორმა­ - ღია და გრიფი "საიდუ­მლო". თუ უცხო სახელმწიფო დაინტერესებული არ არის, მოძებნოს ესა თუ ის პირი, ამ შემთხვევაში დიპლომატიური არხები და პროპაგანდისტული საქმიანობა უნდა გააქტიურდეს.
როგორ გგონიათ, რომელიმე სახელმწიფო ბოროტმოქმედს თავშესაფარს მისცემს, თუ მასზე რაიმე ზეგავლენას არ ახდენენ?

გაგაცნობთ იმ ქართველებს, რომელთაც წითელი ცირკულარით ეძებენ:

ასლან აბაშიძე (ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
ირაკლი ბაქრაძე (ყაჩაღობა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).
მეგის ქარდავა (ორგანიზება-წამება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება... უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა...).
დავით ჭაკუა (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ზემოქმედება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე).
კაკო ტუღუში (ქურდობა, ძარცვა, "კანონიერი ქურდობა" და გამოძალვა).
რევაზ ბაღდავაძე (ყაჩაღობა, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, დამზადება ან გასაღება და სატრანსპორტო საშუალების გატაცება).
დავით გრძელიძე (განზრახ მკვლელობა).
ვახტანგ უბირია (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა).
მალხაზ ჩიხლაძე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, სახელმწიფო ღალატი, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, შეთქმულება ან ამბოხება კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად).
მალხაზ მეფისაშვილი (იარაღის შენახვა, ტარება, დამზადება... თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, დანაშაულის მცდელობა - განზრახ მკვლელობა, ძარცვა).
ივანე სეფაშვილი (განზრახ მკვლელობა).
ელგუჯა სონგულია (განზრახ მკვლელობა).
მამუკა ძაძამია (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).
გელა ქავთარაძე (განზრახ მკვლელობა და ყაჩაღობა).
ვახტანგ გვრიტიშვილი (განზრახ მკვლელობა და ყაჩაღობა).
ირმა ქაფიანიძე (თაღლითობა).
ლევან არაბული (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
გია სირაძე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა).
ლაშა ნანეიშვილი (განზრახ მკვლელობა).
ვასილ მიქაძე (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

ნანა ფიცხელაური
ლიანა
26 აგვისტო 2017 02:12
გაქცეულებს კი არა ადგილზე ვინცაა იმ დამნაშავეებს ვერ უმკლავდრბიან და ეგენი გაქცეულებს მოაბრუნებენ! მეტი არაა ჩემი მტერი იმ გაქცეულთაგან ვინც ჩაიდინა დანაშაული განა ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი იმათ ვინც თავისუფლად დანავარდობს დღესაც და ვინ დაისაჯა? ახალაია დოლანდი რომ თავისუფლებაში იყოს და მისი ყოფილი ლეკვი ВАСЯ სამხარაძე რაზეა ლაპარკი და ვინ იცის კიდევ ამათნაირი კიდევ რამდენი
ნახევარი ადეიშვილის დროინდელი დამნაშავე კრიმინალი პროკურორებით არის სავსე ვინაა გამკითხავი ზუსტად ამათზეა ნათქვამი "უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენო "
Ggg
25 აგვისტო 2017 04:14
Chven ar vart qveyana
batumeli
24 აგვისტო 2017 23:24
თუ აქვეყნებთ,გამოაქვეყნეთ სრული სია.

რედაქტორის რჩევით