"ასე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრება?!" - ხელმისაწვდომი ნარკოტიკის ფესტივალი?! - კვირის პალიტრა

"ასე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრება?!" - ხელმისაწვდომი ნარკოტიკის ფესტივალი?!

ბოლო დროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით საავადმყოფოებში არაერთი ახალგაზრდა მიიყვანეს.

ექიმების თქმით, ყველაზე ხშირად ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მომხმარებლები შეჰყავთ კლინიკებში. ბოლო გახმაურებული შემთხვევა ანაკლიაში 3 აგვისტოს მოხდა - ელექტრონულ მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" მხოლოდ ერთ დღეში, "სასწრაფოს" ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 ახალგაზრდა მოათავსეს.

ხელმისაწვდომი ნარკოტიკის ფესტივალი?!

2014 წელს ანაკლიის ტერიტორიაზე პოპულარული უკრაინული ფესტივალი "კაზანტიპი" ჩატარდა, მაშინაც ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ნარკოტიკი და პროსტიტუციის ფაქტი მრავლად იყო. ღონისძიების ქართველი ორგანიზატორების ნაწილმა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი სიგუა ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა, მომავალშიც ჩაეტარებინა ანაკლიის ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი... წელს ფესტივალი ერთ თვეს გასტანს - 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე.

წელსაც იქ უამრავი მსმენელი ჩავიდა...შარშან ამბობდნენ, რომ ფესტივალზე ნარკოტიკი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ამაზე საუბრობენ დღესაც. ფაქტი სახეზეა... 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავებმა გაააქტიურეს მუშაობა და ხუთი პირი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თითოეულისგან დიდი რაოდენობით ექსტაზი და "მდმა" ამოიღეს, დააკავეს ასევე "თეთრი ხმაურის" მოძრაობის" აქტივისტი ბაქარ ყორშია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტრაგედია ფესტივალზე

"აი, ეს გოგო, ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო, არის ჩემი და, ჩემი იმედი. ასე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრება?!" - სოციალურ ქსელში ასეთ მინაწერს უკეთებს 22 წლის ნათია თავართქილაძის ფოტოს მისი და, მარიამი. თავად გარდაცვლილი გოგონას ფეისბუკგვერდზეც უამრავ ტკივილიან კომენტარს ნახავთ, ყველა განიცდის მომხდარს. ნათია თიბისი ბანკის თანამშრომელი იყო და ფესტივალზე მეგობრებთან ერთად წავიდა. მას შემდეგ, რაც გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ის თბილისში.

თათა ასათიანი ექიმი ნარკოლოგი:

- ბოლო ხანს გამოჩნდა ე.წ. მძიმე ნარკოტიკები. ადრე ფულიც და სურვილიც რომ გქონოდა, ჰეროინს, სუბოტექსს, მეტადონს ვერ იყიდდი საქართველოში, ახლა კი თავისუფლად იყიდება. მძიმე ნარკოტიკებს ახლავს ზედოზირება, სუნთქვის დათრგუნვა, რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება.

ზედოზირება იწვევს პანიკურ რეაქციებს, ფსიქოზურ აშლილობებს, კრუნჩხვებს, ებინდებათ გონება და მდგომარეობა რთულდება. უმძიმესი შედეგები პირველმომხმარებლებს აქვთ. გახშირდა ე.წ. აბაზანის მარილის ინტრავერტულად მოხმარება, რაც უმეტესად სიკვდილს იწვევს...

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა" და..."