მესტიის გამგებლის ინფორმაციით, უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტები მამა-შვილი არიან - კვირის პალიტრა

მესტიის გამგებლის ინფორმაციით, უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტები მამა-შვილი არიან

მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტები კავშირზე 1-ელი აგვისტოდან არ გამოსულან. როგორც კახა ჟორჟოლიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უშბაზე გერმანელი მამა-შვილია დაკარგული.

”პირველი აგვისტოდან არ ჩანან. ჯერჯერობით არ ვიცით საიდან არიან წასულები, რომელი მარშრუტი გაიარეს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაციები ვერტმფრენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. სამწუხაროდ, არანაირი ნიშანწყალი თოკის ან ზურგჩანთის არ გამოჩნდა”, - განაცხადა კახა ჟორჟოლიანმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით შეტყობინება გუშინ შევიდა. „სამსახურის თანამშრომლები ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ, რომ დაკარგული ტურისტები მოძებნონ“, - განმარტეს უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"