მკვლელობა თბილისში - განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა თბილისში - განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში 1973 წელს დაბადებული ვ.ლ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - განმარტავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ლ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).