"ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ" - ახალი დეტალები ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
"ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ" - ახალი დეტალები ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
11 აგვისტოს ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ძმები დააკავეს. (იხილეთ: ახალი დეტალები ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების დააკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს

დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა,
რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)",- აღნიშნულია განცხადებაში.




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა