"ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ" - ახალი დეტალები ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - კვირის პალიტრა

"ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ" - ახალი დეტალები ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

11 აგვისტოს ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ძმები დააკავეს. (იხილეთ: ახალი დეტალები ქვემო ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძმები დააკავეს)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების დააკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს

დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)",- აღნიშნულია განცხადებაში.