"რა მნიშვნელობა­ აქვს, ნარკორეალიზატორი რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია?!" - ელიტური "ბარიგების" ინსტიტუტი?!
25-08-2017
"რა მნიშვნელობა­ აქვს, ნარკორეალიზატორი რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია?!" -  ელიტური "ბარიგების" ინსტიტუტი?!
"ნარკოტიკების მოხმარებით გარდ­აცვლილთა რაოდენობა გახშირდა. ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში ფორმულების ნივთიერებები გამოჩნდა"

"ახლობე­ლმა მითხრა, თავი ანაკლიაში კი არა, კოლუმბიაში მეგონაო. ყველამ იცოდა,­ რომ ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა­ სავსე ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა, თუმცა, რეაგირებაზე არავის უფიქრია"
არის თუ არა დღეს ნარკოტიკი ხელმისაწვდომი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე გვესაუბრება:

"ნარკორეალიზატორი სიკვდილს ყიდის"
- ნარკოტიკების მოხმარებით გარდ­აცვლილთა რაოდენობა გახშირდა. მზარდი ტენდენციის მთავარი მიზეზი ნარკობაზარზე ახალი, განსაკუთრებით საშიში
ფორმულების გამოჩენაა. ნარკორეალიზატ­ორები ცვლიან ნივთიერებების სტრუქტ­ურას და მომხმარებელმა არ იცის, რას იღე­ბს. ახალ ნარკოტიკებს შეფუთვასაც უცვლიან.


გაიოლდა საზღვარგარეთიდან მისი შემოტანა - ყველაზე აპრობირებული გზაა ინტერნეტით გამოწერა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ინტერნეტ­საიტები დაიხურა, შექმნილ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა - ახალი საიტები
ყოველწამიერად იხსნება. შესაბამისად, ბიონარკოტიკების ნაკადი საზღვარგარეთიდან ზოგს მცირე პარტიად შემოაქვს, ზოგიც ინტერნეტით იწერს. ოპერატიული ინფორმაციის გარეშე რთულია თითოეული მგზავრის შემოწმება, ამიტომ რეალიზატორების უმრავლესობას დაუბრკოლებლად შემოაქვს.

- თუ საბაჟოზე ან ინტერნეტით ძნელია რეალიზატორის დადგენა, რატომ ვერ ხერხდება მათი გამოვლენა კლუბსა თუ ფესტივალებზე?

- ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, რომელიც წელიწადში ასზე მეტ ახალ ნარ­კონივთიერებას ამზადებს. მათ კავშირი აქვთ როგორც პოლიტიკურ, ისე კრიმინა­ლურ სამყაროსთან. ზოგიერთი იმის პროპაგანდასაც ეწევა, რომ ნარკოტიკები თავისუფლების სიმბოლოა. განსაკუთრებით საშიშია მიდგომა, რომ კლუბური ნარკოტიკები არ არის საშიში, ძლიერი ნარკოტიკები კი საშიშია. ნებისმიერი ტიპის ნარკორეალიზატორი სიკვდილს ყიდის.
არაერთი შემთხვევა მახსენდება,­ როდესაც საზოგადოებისთვის ცნო­ბილი პირები ნარკორეალიზა­ციის გამო დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. რა მნიშვნელობა­ აქვს, რას წარმოადგენს, ან ვისი შვილია, თუ სხვის სიცოცხლეს საფ­რთხეს უქმნის, ისინი ხომ ჩვენი შვილების სიცოცხლის ხარჯზე მდიდრდებიან?! მათ უნდა დაესვათ სამარცხვინო დაღი, რომ ადამიანებს­ სასიკვდილოდ წირავენ.


"გორი ნარკოტიკების გავრცელების ცენტრად იქცა"


მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
-
ნარკოტიკების შემოსატანად რამდენიმე გზა არს­ებობს - აზერბაიჯანის საზღვარი, ოკუპირებული ტერიტორიები, ევროპა და ინტერნეტი. საქართველოში მოძლიერდა ე.წ. ელიტური ბარიგების კასტა, რომლებსაც დიდი ალბათობით მაღალჩინოსნები და გავლენიანი პირები მფარველობენ. პარალელურად,­ აიწია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნის ხარისხმა როგორც პოლიტი­კურ, ისე სამოქალაქო სექტორში. ესეც ნარკორეალიზატორების გეგმის ნაწილია. გამოძიება თავად ვაწარმოე - გორი ნარკოტიკების გავრცელების ცენტრად იქცა, სადაც "ბარიგები" თავხედურად იქცევიან.


ცნობილი ნარკობარიგის გვარიც ვიცი, რომელიც გორის ცენტრში ცხოვრობს და სახლიდან ყიდის ნარკოტიკს.
მისი სახელი პოლიციისთვისაც ცნობილია, თუმცა, მე არ დავაკ­ონკრეტებ. ის ერთ-ერთი ადგილობრივი სტრუქტურის ხელმძღვანელთან კაბინეტში მიდის ნარკონივთიერებით. მას იმდენად გავლენიანი მფარველები ჰყავს, რომ გორის პოლიციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ბედავს. გორში რამდენიმე წლის წინ ბარიგები­ დაიჭირეს, თუმცა, მათი ნაწილი დღეს გარეთაა და თავისუფლად "საქმიანობს". ცოტა ხნის წინ საპატიმროდან გამოვიდა­ ცნობილი ბარიგა, რომელსაც ჰყავს წვრილი გამსაღებლები და მათი საშუალებითაც სხვა ბარიგებს აწვდის წამალს - აქ იკვეთება­ გორის საქალაქო პოლი­ციის თანამშრომლისა და მისი ძმის მფარველობა.­

ეს ჯგუფი ისე ჩქარობს, რომ იქმნება შთაბეჭდილება, სხვა უფრო დიდი მფარველი არ ჰყავს, ამიტომ მოსწრებაზეა...

გორში ნარკოტიკები ცხინვალიდან შედის. ელიტური ბარიგების ნაწილი მათგან იღებს ნარკოტიკს. ნარკოტიკი აზერბაი­ჯანიდან ან სომხეთიდან ტრანსპორტით შემოაქვთ. ნაწილი თურქეთიდან შემოდის.­ სარფის გამშვებ პუნქტთან ათასობით მანქანა გადის, ნარკორეალიზატორებმა კი იმდენად დახვეწეს ტექნოლოგიები, რომ ინფორმაციის გარეშე ვერ მიაგნებ, სად შეიძლება იყოს დამალული ნარკონივთიერება. ხშირად რუსი სამხედროებიც არიან ჩართული ნარკორეალიზებაში - ყველა მათგანთან ელიტურ ბარიგებს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აკავშირებთ. კლუბებში ბარმენები და მიმტანები ყიდიან ნარკოტიკებს, თუმცა, ისინი ხელშეუხებელი არიან, რადგან კლუბების მეპატრონეები ავტორიტეტული ფიგურები არიან, რომლებსაც, თავის მხრივ, პოლიტიკურ წრეებზე აქვთ გავლენა. ანაკლიის ფესტივალმა თვალნათლივ დაგვა­ნახა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ახლობე­ლმა მითხრა, თავი ანაკლიაში კი არა, კოლუმბიაში მეგონაო. ყველამ იცოდა,­ რომ ფესტივალზე რამდენიმე პირს ჩანთა­ სავსე­ ჰქონდა და ნარკოტიკებს ყიდდა, რეაგირებაზე კი არავის უფიქრია, სანამ 23 წლის გოგონას გარდაცვალება არ გახმაურდა.

ე.წ. ელიტური ბარიგა, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენელია, ფესტივალში აქტიურად იყო ჩართ­ული - ის იმდენჯერ ფიგურირებდა ამ დანაშაულში, ეჭვიც არ მეპარება, ფესტივალზეც "წარმატებით საქმიანობდა".

იხილეთ ასევე: "პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი "ფესტივალის" ბილეთი" - რას წერს ანაკლიაში გარდაცვლილი გოგონას დედა


რუსუდან შელია
ლიკა
29 აგვისტო 2017 13:30
სააფთიაქო ნარკომანიაზე, რომ ისაუბრეთ ბატონო მამუკა, ივანიშვილთან შეხვედრაზე და არ დაგიჯერეს, ხომ ყოფილხართ მართალი?! მერე დაიწყეს სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა! რატომ არასოდეს არ გიგდებთ ყურს არცერთი მთავრობა?
მარიამი
27 აგვისტო 2017 22:56
სამწუხარო რეალობაა, ნარკოტიკების გამავრცელებლები უმეტესად ყოველ დროში ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. საბჭოთა კავშირის დროსაც კი...მხოლოდ მათ ხელეწიფებოდათ საზღვარგარეთ მგზავრობა ამა თუ იმ მიზეზით....ყოველთვის ასე იყო, ეს არ დაწყებულა არც მიშას და არც ბიძინას დროს
26 აგვისტო 2017 10:42
ნაცების დროს ნარკოტიკები არ იყოვო? 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე,ჩემი სოფლის ყველა ნარკომანს თვითონ დაურიგეს ნარკოტიკები,ოღონდ მიშასათვის მიეცათ ხმა.ისინიც დაირაზმნენ და ერთხმად მისცეს ხმა.

რედაქტორის რჩევით