ოზურგეთში მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა - კვირის პალიტრა

ოზურგეთში მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მკვლელობა გამთენიისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მოხდა. მამაკაცმა სახლში მყოფი სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ.

"არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. როგორც გავიგე, ქეიფობდნენ და შელაპარაკების დროს მოხდა მკვლელობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს"ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.