მანქანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა - თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები - კვირის პალიტრა

მანქანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა - თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა.

ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია.

თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ მცირე კომენტარი კეთდება. მათი ცნობით, დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.