ერთი გარდაცვლილი, ერთი დაკავებული - რა მოხდა ისნის მეტროსთან? - კვირის პალიტრა

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაკავებული - რა მოხდა ისნის მეტროსთან?

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია.