ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია? - კვირის პალიტრა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია?

არსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია არსებული ინფორმაციით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭონქაძის მიმდებარედ, უკლებას ქუჩაზე მდებარე მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, სავარაუდო მკვლელი უკვე დაკავებულია. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები დღეს იმყოფებოდნენ მის დასაკავებლად უკლებას ქუჩაზე.

მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში გუშინ მოხდა, სადაც გამოყოფილია ბავშვებისთვის განკუთვნილი ზონა და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტებიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები ამოიღეს და მოქალაქეები გამოკითხეს. გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იხილეთ: "სავარაუდოდ, მკვლელი კახას უთვალთვალებდა, მოტოციკლი საპირისპიროდ გააჩერა და ერთი გასროლით მოკლა"

"ინტერპრესნიუსი"