ჯგუფური ყაჩაღობა წყალტუბოში - კვირის პალიტრა

ჯგუფური ყაჩაღობა წყალტუბოში

უცნობმა პირებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მამაკაცი დააყაჩაღეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისი საცხოვრებელი სახლიდან კი წაღებულია თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"