"კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო" - კვირის პალიტრა

"კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო"

გასულ კვირას თბილისის ცენტრში, მთაწმინდაზე, სკვერში, სადაც ხშირად პატარები თამაშობენ, სროლა გაისმა. 47 წლის კახა ძნელაძეს დამნაშავემ, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა და თავზე ჩაფხუტი ეფარა, რამდენიმე ტყვია დაახალა და გაიქცა. ჯერჯერობით მკვლელობის ოფიციალური მოტივი და საქმის დეტალები უცნობია, თუმცა, ძალოვანებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით იმავე უბანში მცხოვრები, 35 წლის მიხეილ იაშვილი დააკავეს.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მომხდარზე სტატია მოამზადა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება. მეორე ვერსიით, მომხდარს წინ უსწრებდა კრიმინალური გარჩევა. ითქვა, ბრალდებული უბანში ტაქსის მძღოლებს ფულს აწერდა, ამის გამო მოკლულსა და ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდათ და მან შური იძიაო.

როგორც ირკვევა, კახა ძნელაძის მეუღლის, ვანდა იმნაძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ბრალდებული. გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ მკვლელობას შეესწრო. სახლში მისულს კახა არ დახვდა, ამიტომ ქუჩაში გამოვიდა და სკვერისკენ წავიდა, რადგან იქ ეგულებოდა. სკვერთან სიგარეტს ეწეოდა, სწორედ ამ დროს შენიშნა შავმაისურიანი მამაკაცი, რომელსაც თავზე მოტოციკლეტის ჩაფხუტი ეხურა და დაინახა, როგორ გაისროლა. მისი მტკიცებით, ეს მამაკაცი მიხეილ იაშვილი იყო. როცა ჩოჩქოლი ატყდა, მერე გაიგო, რომ მის მეუღლეს ესროლეს.

დაზარალებული მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს. "კახა ამბობდა, მემუქრება და მომკლავსო", - წერს თავის ჩვენებაში ვანდა იმნაძე და ასევე ადასტურებს გავრცელებულ ვერსიას, რომ მათ შორის დაპირისპირება იყო.

"იაშვილი ფულს სძალავდა მთაწმინდის პარკის ასასვლელთან მდგარ ტაქსის მძღოლებს, ამის გამო მოუხდა კონფლიქტი კახასთან და მან ეს არა აპატია", - ამბობს მოკლულის მეუღლე.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად.

თეა ხურცილავა