ავარია ავტობანზე - სატვირთო პატიმრების გადასაყვან მანქანას დაეჯახა - კვირის პალიტრა

ავარია ავტობანზე - სატვირთო პატიმრების გადასაყვან მანქანას დაეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსასმსახურში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პრესსამსახურის განმარტებით, ავტომანქანას პატიმრები არ გადაჰყავდა.

დაშავებული მძღოლი გორის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ფოტოები გაავრცელა imedinews.ge-მ

იხილეთ ასევე: კოჯორში ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა