რატომ ამოწმებს საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ დამსვენებლებს? - კვირის პალიტრა

რატომ ამოწმებს საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ დამსვენებლებს?

დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.

"ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები", - განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

ბორჯომის ხეობაში დამსვენებლების შემოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი გამოეხმაურა.

"გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები",- განაცხადა შს მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"