"ჩვენ შვილს სექსუალურ კავშირს აიძულებდა და ძმის და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ შვილს სექსუალურ კავშირს აიძულებდა და ძმის და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა"

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულის ცოლის მშობლები ძალადობის მსხვერპლზე აცხადებენ, რომ - ის მათ შვილს მასთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა და ძმის და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა. ამის შესახებ დაკავებული მამაკაცის მეუღლის მშობლებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

"ის ჩვენ შვილს აიძულებდა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა და ძმისა და ქმრის მოკვლით ემუქრებოდა", - განაცხადეს დაკავებული მამაკაცის მეუღლის მშობლებმა.

თავის მხრივ, ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, თუ დაშავებული ვერ გადარჩება, ისინი შურს იძიებენ და ფიზიკურად გაუსწორდებიან ყველა იმ პირს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც ჯგუფურ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას.

ოჯახი იმ ახალგაზრდა ქალის დასჯასაც მოითხოვს, ვისთან კავშირიც 42 წლის მამაკაცზე ძალადობის მიზეზი გახდა.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს.