"დაგორებულ კვადროციკლში მჯდომი ორსული ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - სახიფათო კვადროციკლები
29-08-2017
"დაგორებულ კვადროციკლში მჯდომი ორსული ქალი ადგილზე გარდაიცვალა" - სახიფათო კვადროციკლები
ორი კვირის წინ, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ყველა იმ ტრაგედიაზე ლაპარაკობდა, რომელიც ირანელთა ოჯახს დაატყდა თავს.

ორსულმა ქალმა მეუღლესთან, ხუთ შვილსა და ბავშვების ძიძასთან ერთად კვადროციკლით გასეირნება გადაწყვიტა. ბორჯომის პლატოზე, სოფელ სადგერიდან გოგირდის აბანოსკენ, ბილიკი ჩადის. სწორედ ამ ბილიკზე დაგორდა კვადროციკლი. როგორც ამბობენ, ორსული ქალი მაშინვე გარდაიცვალა, მეუღლე, ბავშვები და ძიძა კი ბორჯომის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ორკაციანი კვადროციკლი მრავალადგილიანად იყო გადაკეთებული. კვადროციკლის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება 276-ე მუხლის
მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე ამბობს, ტურისტულ სეზონზე ასეთი სატრანსპორტო საშუალებები მრავლადაა, თუმცა, მათი ტექნიკური დათვალიერება არ ხდება. შესაბამისად, მოაგარაკეები, რომლებიც ასეთ ტრანსპორტს იყენებენ, დაზღვეული არ
არიან უბედური შემთხვევებისგან.

ვასილ ურუშაძე: - ის სატრანსპორტო სახეობები, რომლებიც ავითარებენ არა უმეტეს 60 კმ სიჩქარეს და ამავე დროს ძრავა არ აღემატება 0.5 კუბურ სანტიმეტრს, ექვემდებარება მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობას. ასეთებია ველოსიპედი, მოპედი, კვადროციკლი და ა.შ. რადგან ზოგიერთ სატრანსპორტო საშუალებას არ სჭირდება მართვის მოწმობა, არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ნორმებს არ უნდა აკმაყოფილებდნენ. ჩვენთან, ძირითადად, მსუბუქი ტრანსპორტი ქირავდება. გამქირავებელ-მომხმარებლისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს. პასუხისმგებელი, ცხადია, არის სატრანსპორტო საშუალების პატრონი, რადგან ის არის მესაკუთრე, მაგრამ დამქირავებელმაც უნდა გაარკვიოს, ტექნიკურად გამართულია თუ არა.

- როგორია მსუბუქი ტრანსპორტის (რომლებსაც არ სჭირდება მართვის მოწმობა) ავარიების სტატისტიკური მონაცემები?
- ძალიან ზედაპირული, არ არის თვალსაჩინო, ავარიებში რა სახის ტრანსპორტი მოყვა. საგამოძიებო პროცესი იწყება მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე მძიმედ დაშავდა ან ავარიას ფატალური შედეგი მოყვა.
აუცილებელია, გზებზე განთავსდეს საგზაო ნიშნები და შემუშავდეს რეგულაციები. ტურისტმა უნდა იცოდეს, რომ უახლოვდება მდინარეს, კანიონს, დამრეც ადგილს და სხვა. უნდა გამკაცრდეს მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების სიმთვრალეში მართვისთვის დასჯა.

- ხშირად ტრანსპორტის ტევადობის გასაზრდელად თვითნებურად ამატებენ დასაჯდომ ადგილებს.

- ქარხნულად დამზადებული ტრანსპორტი გათვლილია ადამიანთა კონკრეტულ რაოდენობასა და წონაზე. როცა თვითნებურად ზრდიან ტევადობას, იზრდება წონაც, ირღვევა სამუხრუჭე სისტემა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა.
მესაკუთრის უპასუხისმგებლობა უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობითაცაა განპირობებული. სამართალდამცავები მხოლოდ იმ შემთხვევებს იძიებენ, თუ ადამიანი მძიმედ დაშავდა ან დაიღუპა. გამოსავალი ერთია - საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული სტანდარტების შემოღება და მკაცრი კონტროლი.

თორნიკე ყაჯრიშვილი
Piqria
30 აგვისტო 2017 10:09
Kvadrocikls gamocdili mdzgoli unda martavdes da saertod unda mieqces yuradgeba am sferos.signagshi sashineli ganukitxaobaa.iqiraveb gaumartav kvadrocikls,moxdeba shemtxveva,sadac tu gagimartla ar dashavdebi.mdzimed,kvardociklis dazianebis shemtxvevashi ki adgilobrivebi turistebs tanxebs dzalaven misi dazianebistvid.sul elementaruli rom gaufuchdet saremonto fasi 100 laridan iwyeba.zogs ki gacilebit mets glejen.ar gadauxdi da mteli signagi agdgeba shens winaagmdeg da gemuqrebian.ramdenad gamartuli iyo kvadrocikli samartavad amas ukve vegar daamtkiceb.etyoba am bizness vigac zemodan martavs.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები